← ყველა ვაკანსია

ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ადამიანური რესურსების მენეჯერი

სსიპ - ციფრული მმართველობის სააგენტო · თბილისი · სრული განაკვეთი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ “ციფრული მმართველობის სააგენტოს“ საქმიანობის მიზნებია: საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვისა და ციფრული მმართველობის განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის, ელექტრონული სერვისების დანერგვისა და პოპულარიზაციის გზით; ფიზიკური და იურიდიული პირების უზრუნველყოფა მათზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი, ეფექტიანი და გამჭვირვალე ელექტრონული სერვისებით; თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფა. • ადამიანური რესურსების მართვის შიდა პროცედურების პრაქტიკაში განხორციელება და მათი პერიოდული გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მომზადება. • ვაკანტურ პოზიციებზე კანდიდატთა მოძიების, განაცხადების დამუშავებისა და შერჩევის ეტაპების ადმინისტრირება. • კონკურსანტებთან კომუნიკაცია, გასაუბრებების დაგეგმვა და შერჩევის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვა. • ახალი თანამშრომლების სამსახურში მიღების, სამუშაო გარემოსთან გაცნობისა და ადაპტაციის პროცესის ორგანიზება. • თანამშრომელთა საქმიანობის შეფასებისათვის საჭირო ინფორმაციის შეგროვება და შეფასების პროცედურების განხორციელების მხარდაჭერა. • პერსონალის პროფესიული განვითარების საჭიროებების გამოვლენა და ტრენინგებსა და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში თანამშრომელთა ჩართულობის კოორდინაცია. • თანამშრომელთა მოტივაციისა და კარიერული განვითარების პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობა და შესაბამისი შედეგების მონიტორინგი. • საკადრო ბრძანებების, შრომითი და ადმინისტრაციული ხელშეკრულებების, აგრეთვე სხვა პერსონალური დოკუმენტების პროექტების მომზადება. • საშტატო ერთეულების, პირადი საქმეებისა და დასაქმებულთა შესახებ მონაცემების განახლება და სათანადო წესით წარმოება. • თანამშრომელთა სამუშაო სტაჟის, ნამსახურობისა და დასაქმების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და შესაბამისი ცნობების მომზადება. • სამსახურებრივი მოწმობების, დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხებისა და სხვა თანამშრომელთა სერვისების ადმინისტრირება. • დასაქმებულთა კონსულტირება ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე, სამსახურიდან გათავისუფლების პროცესის კოორდინაცია და შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება. • კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა; • დასაქმებულის საქმიანობიდან გამომდინარე, ხელმძღვანელ(ებ)ის მითითებებისა და დავალებების შესრულება.ა. • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; • საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; • საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; • საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“; • საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილება „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“; • საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ“. • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს №590 ბრძანება „საჯარო სამართლის  იურიდიული პირის – ციფრული მმართველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“.

განაცხადის გაგზავნა →