ეკონომიკური დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს ბუღალტერი
სსიპ - ციფრული მმართველობის სააგენტო · თბილისი · სრული განაკვეთი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ “ციფრული მმართველობის სააგენტოს“ საქმიანობის მიზნებია: საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვისა და ციფრული მმართველობის განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის, ელექტრონული სერვისების დანერგვისა და პოპულარიზაციის გზით; ფიზიკური და იურიდიული პირების უზრუნველყოფა მათზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი,
ეფექტიანი და გამჭვირვალე ელექტრონული სერვისებით; თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფა.
• პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების მიღება, შემოწმება, დახარისხება და შესაბამისი სააღრიცხვო მონაცემების მომზადება.
• სამეურნეო ოპერაციების ასახვა საბუღალტრო პროგრამა „ORIS 7“-ში და შესაბამისი ბუღალტრული გატარებების განხორციელება.
• სახელმწიფო ხაზინის ელექტრონულ სისტემაში ვალდებულებების, საგადახდო მოთხოვნების, ინვოისებისა და სხვა საჭირო დოკუმენტების რეგისტრაცია.
• დამტკიცებული დოკუმენტაციის საფუძველზე გადარიცხვებთან, ხარჯებთან, მივლინებებთან, ხელფასებთან და სხვა ოპერაციებთან დაკავშირებული მასალების დამუშავება.
• წინასწარ განხორციელებული გადახდების დამადასტურებელი დოკუმენტების მიღება, შემოწმება და შესაბამისი აღრიცხვის უზრუნველყოფა.
• იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ანგარიშსწორების, მათ შორის, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ მონაცემების განახლება და აღრიცხვა.
• დაფინანსების წყაროებისა და მომწოდებლების მიხედვით შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვა.
• ძირითადი საშუალებების, მატერიალური ფასეულობების, მარაგებისა და მცირეფასიანი ინვენტარის მოძრაობის დოკუმენტურად ასახვა.
• მიღება-ჩაბარების, ჩამოწერის, გადაადგილებისა და სხვა შესაბამისი აქტების მომზადებასა და აღრიცხვაში მონაწილეობა.
• თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებასთან, მივლინებებსა და სხვა გასაცემლებთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება.
• გაწეული მომსახურების შესაბამისად ანგარიშ-ფაქტურებისა და სხვა საგადასახადო დოკუმენტების მომზადება და ადრესატებისთვის გადაგზავნა.
• საბუღალტრო რეგისტრებისა და დოკუმენტაციის მოწესრიგება, საჭირო ინფორმაციისა და ანგარიშების მომზადება.
• კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა;
• დასაქმებულის საქმიანობიდან გამომდინარე, ხელმძღვანელ(ებ)ის მითითებებისა და დავალებების შესრულება.
• საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
• საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;
• საქართველოს კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ;
• „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 აპრილის №99 ბრძანება;
• „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 05 მაისის №108 ბრძანება;
• „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანება;
• „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილება;
• დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 05 დეკემბრის №220 ბრძანება;
• ,,ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანება;
• ,,საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და მისი გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020წლის 15 იანვრის №17 ბრძანება;
• ,,სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანება;
• ,,საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ცვეთის/ამორტიზაციის ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 2 დეკემბრის №289 ბრძანება.