← ყველა ვაკანსია

ინფორმაციული ტექნოლოგიების პროექტებისა და მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინფორმაციული ტექნოლოგიების სერვისების ხარისხისა და მომხმარებლის გამოცდილების უფროსი ანალიტიკოსი

სსიპ - ციფრული მმართველობის სააგენტო · თბილისი · სრული განაკვეთი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ “ციფრული მმართველობის სააგენტოს“ საქმიანობის მიზნებია: საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვისა და ციფრული მმართველობის განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის, ელექტრონული სერვისების დანერგვისა და პოპულარიზაციის გზით; ფიზიკური და იურიდიული პირების უზრუნველყოფა მათზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი, ეფექტიანი და გამჭვირვალე ელექტრონული სერვისებით; თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფა. • სააგენტოს IT სერვისების ხარისხისა და მომხმარებლის გამოცდილების შეფასება, შესაბამისი მონაცემების შეგროვება, დამუშავება და ანალიზი; • IT სერვისების მომხმარებელთა საჭიროებების, მოთხოვნებისა და უკუკავშირის შესწავლა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; • IT სერვისების ხარისხის შეფასების კრიტერიუმებისა და მაჩვენებლების განსაზღვრასა და განვითარებაში მონაწილეობა; • IT სერვისების მიწოდების პროცესების მონიტორინგი, არსებული ხარვეზებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა და შესაბამისი წინადადებების მომზადება; • მომხმარებელთა გამოცდილებაზე მოქმედი პრობლემებისა და განმეორებადი ინციდენტების იდენტიფიცირება, მიზეზების ანალიზი და მათი აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; • IT სერვისების ხარისხთან დაკავშირებული მონაცემების პერიოდული ანალიზი და ტენდენციების გამოვლენა, მათ შორის, მომხმარებელთა კმაყოფილების მაჩვენებლების შეფასება; • IT სერვისების გაუმჯობესების პროექტებსა და ინიციატივებში მონაწილეობა და დაგეგმილი ღონისძიებების შესრულების მონიტორინგი; • IT სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შიდა სტრუქტურულ ერთეულებთან და შესაბამის თანამშრომლებთან თანამშრომლობა და საქმიანობის კოორდინაცია; • მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით პროცესებისა და მომსახურების მიწოდების მექანიზმების შეფასება და შესაბამისი ცვლილებების ინიცირებაში მონაწილეობა; • IT სერვისების ხარისხისა და მომხმარებლის გამოცდილების შესახებ ანალიტიკური ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადება და შესაბამისი ინფორმაციის ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მომხმარებლებისგან მიღებული უკუკავშირის სისტემატიზაცია და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; • IT სერვისების ხარისხის შეფასებისა და გაუმჯობესების საუკეთესო პრაქტიკისა და თანამედროვე მიდგომების კვლევა და სააგენტოს საქმიანობაში მათი გამოყენების შესაძლებლობების განსაზღვრა; • კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა; • დასაქმებულის საქმიანობიდან გამომდინარე, ხელმძღვანელ(ებ)ის მითითებებისა და დავალებების შესრულება.

განაცხადის გაგზავნა →