კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის ინციდენტების მართვის სამმართველოს კიბერუსაფრთხოების ინჟინერი
სსიპ - ციფრული მმართველობის სააგენტო · თბილისი · სრული განაკვეთი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ “ციფრული მმართველობის სააგენტოს“ საქმიანობის მიზნებია: საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვისა და ციფრული მმართველობის განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის, ელექტრონული სერვისების დანერგვისა და პოპულარიზაციის გზით; ფიზიკური და იურიდიული პირების უზრუნველყოფა მათზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი,
ეფექტიანი და გამჭვირვალე ელექტრონული სერვისებით; თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფა.
• სხვადასხვა ღია კოდის მქონე კიბერუსაფრთხოების პროდუქტებისა და ინსტრუმენტების შესწავლა და ჯგუფის წევრების დახმარებით მათი დანერგვა;
• ქსელური მონიტორინგის სენსორების მუშაობის მონიტორინგი, ინციდენტების გამოვლენა, იდენტიფიცირება და რეპორტინგი;
• SIEM სისტემის მუშაობის მონიტორინგი, უსაფრთხოების მოვლენების ანალიზი, ინციდენტების გამოვლენა და რეპორტინგი;
• ვებ-აპლიკაციების უსაფრთხოების სისუსტეების შემოწმება OWASP მეთოდოლოგიით, მათ შორის ავტომატური და მანუალური ტესტირების განხორციელება;
• ავტომატური სკანერებით გამოვლენილი სისუსტეების გადამოწმება, ახალი სისუსტეების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრისთვის რეკომენდაციების მომზადება;
• მავნე კოდის ანალიზი და ინფიცირებული მოწყობილობების შემოწმება, საფრთხეების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
• ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების ანალიზი, მათი მიზეზებისა და შედეგების შეფასება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
• ინციდენტებზე რეაგირების ღონისძიებების შესახებ ანგარიშების მომზადება და მათი შესრულების კოორდინაციაში მონაწილეობა;
• ინფრასტრუქტურის დიზაინში არსებული უსაფრთხოების სისუსტეების იდენტიფიცირება, რეკომენდაციების მომზადება და მათი შესრულების მონიტორინგი;
• ქსელური მოწყობილობებისა და სერვერული ინფრასტრუქტურის კონფიგურაციების უსაფრთხოების აუდიტის განხორციელება;
• კიბერსივრცეში არსებული სიახლეებისა და პრაქტიკის მოძიება, ანალიზი და შესაბამისი ინფორმაციის გავრცელება დადგენილი წესით;
• ეროვნული კიბერსავარჯიშოებისა და კიბეროლიმპიადებისთვის ამოცანებისა და დავალებების მომზადებაში მონაწილეობა;
• კიბერუსაფრთხოების ინციდენტების გამოვლენის, ანალიზისა და მათზე რეაგირების პროცესში მონაწილეობა;
• კიბერუსაფრთხოების სისტემებისა და ტექნიკური საშუალებების მუშაობის მონიტორინგი და გამოვლენილი პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
• კიბერუსაფრთხოების ტექნოლოგიების, ინსტრუმენტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა და გაუმჯობესების შესაძლებლობების განსაზღვრაში მონაწილეობა;
• კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის პერსონალური მონაცემების დაცვის, მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა;
• სამსახურებრივი ინფორმაციისა და კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული მონაცემების კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დაცვა;
• თავმჯდომარის, დეპარტამენტის უფროსისა და უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
• მოქმედი კანონმდებლობითა და შიდა მარეგულირებელი დოკუმენტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.