← ყველა ვაკანსია

კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს კიბერუსაფრთხოების უფროსი ანალიტიკოსი

სსიპ - ციფრული მმართველობის სააგენტო · თბილისი · სრული განაკვეთი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ “ციფრული მმართველობის სააგენტოს“ საქმიანობის მიზნებია: საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვისა და ციფრული მმართველობის განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის, ელექტრონული სერვისების დანერგვისა და პოპულარიზაციის გზით; ფიზიკური და იურიდიული პირების უზრუნველყოფა მათზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი, ეფექტიანი და გამჭვირვალე ელექტრონული სერვისებით; თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფა. • სხვადასხვა ღია კოდის მქონე კიბერუსაფრთხოების პროდუქტების შესწავლა, შეფასება და მათი იმპლემენტაციის პროცესში მონაწილეობა; • ქსელური მონიტორინგის სენსორისა და SIEM სისტემის მუშაობის მონიტორინგი, ინციდენტების იდენტიფიცირება, ანალიზი და რეპორტინგი; • ვებ-აპლიკაციების უსაფრთხოების სისუსტეების შემოწმება OWASP მეთოდოლოგიით, მათ შორის, ავტომატური და მანუალური ტესტირების განხორციელება; • გამოვლენილი უსაფრთხოების სისუსტეების სიღრმისეული ანალიზი და მათი აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; • მავნე კოდის ანალიზისა და ექსპერტიზის განხორციელება, მათ შორის, ინფიცირებული მოწყობილობების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; • ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების ანალიზი, მათი გამომწვევი მიზეზებისა და შესაძლო რისკების შეფასება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება; • ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტებზე მომზადებული ანგარიშებისა და რეკომენდაციების შესრულების კოორდინაციასა და მონიტორინგში მონაწილეობა; • კიბერსივრცეში არსებული სიახლეების, საფრთხეებისა და საუკეთესო პრაქტიკის მოძიება, შესწავლა და ანალიზი და შესაბამისი მასალების მომზადება; • ეროვნული კიბერსავარჯიშოებისა და კიბეროლიმპიადისთვის კიბერუსაფრთხოების ამოცანებისა და დავალებების შემუშავება; • ინფრასტრუქტურის დიზაინში არსებული უსაფრთხოების სისუსტეების იდენტიფიცირება და ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება და მათი შესრულების მონიტორინგი; • ქსელური მოწყობილობებისა და სერვერული ინფრასტრუქტურის კონფიგურაციის უსაფრთხოების აუდიტის განხორციელება და შედეგების ანალიზი; • ჩატარებული აუდიტის, კვლევისა და ანალიზის შედეგების საფუძველზე ანგარიშების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება; • კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული საერთაშორისო სტანდარტების, მეთოდოლოგიებისა და საუკეთესო პრაქტიკის კვლევა და საქმიანობაში გამოყენების მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება; • კიბერსაფრთხეებთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და ანალიზი და შესაბამისი ანალიტიკური მასალების მომზადება; • კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ორგანიზაციებისთვის კონსულტაციების გაწევა კომპეტენციის ფარგლებში; • კიბერუსაფრთხოების თემატიკაზე პრეზენტაციებისა და მოხსენებების მომზადება და წარდგენა ქართულ და ინგლისურ ენებზე; • კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა; • თავმჯდომარისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულება.

განაცხადის გაგზავნა →