← ყველა ვაკანსია

კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის შეღწევადობის ტესტირების სამმართველოს კიბერუსაფრთხოების ანალიტიკოსი

სსიპ - ციფრული მმართველობის სააგენტო · თბილისი · სრული განაკვეთი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ “ციფრული მმართველობის სააგენტოს“ საქმიანობის მიზნებია: საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვისა და ციფრული მმართველობის განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის, ელექტრონული სერვისების დანერგვისა და პოპულარიზაციის გზით; ფიზიკური და იურიდიული პირების უზრუნველყოფა მათზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი, ეფექტიანი და გამჭვირვალე ელექტრონული სერვისებით; თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფა. • სხვადასხვა ღია კოდის მქონე კიბერუსაფრთხოების პროდუქტების შესწავლა და მათი დანერგვის პროცესში მონაწილეობა; • ქსელური მონიტორინგის სენსორის მუშაობის მონიტორინგი, შესაძლო ინციდენტების გამოვლენა და შესაბამისი ინფორმაციის რეპორტინგი; • SIEM სისტემაში მოვლენების მონიტორინგი, საეჭვო აქტივობებისა და შესაძლო ინციდენტების იდენტიფიცირება და რეპორტინგი; • ვებ-აპლიკაციების უსაფრთხოების სისუსტეების გამოვლენაში მონაწილეობა OWASP მეთოდოლოგიის გამოყენებით; • ავტომატური სკანირების შედეგად გამოვლენილი სისუსტეების გადამოწმებაში მონაწილეობა და შესაბამისი ინფორმაციის მომზადება; • მავნე კოდის ანალიზსა და ინფიცირებული მოწყობილობების შესწავლაში მონაწილეობა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებაში დახმარება; • ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების პირველადი ანალიზი, შესაბამისი ინფორმაციის დამუშავება და ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა; • გამოვლენილი ინციდენტებისა და სისუსტეების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა და მათი აღმოფხვრის პროცესის მონიტორინგში მონაწილეობა; • ეროვნული კიბერსავარჯიშოებისა და კიბეროლიმპიადისთვის ამოცანებისა და პრაქტიკული დავალებების მომზადებაში მონაწილეობა; • ინფრასტრუქტურის დიზაინში არსებული უსაფრთხოების სისუსტეების იდენტიფიცირებასა და ანალიზში მონაწილეობა; • ქსელური მოწყობილობებისა და სერვერული ინფრასტრუქტურის კონფიგურაციის უსაფრთხოების შემოწმებაში მონაწილეობა; • კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული სიახლეების, ტექნოლოგიებისა და პრაქტიკის მოძიება და შესწავლა; • კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ანგარიშების, ანალიზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა; • კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა; • დასაქმებულის საქმიანობიდან გამომდინარე, ხელმძღვანელის მითითებებისა და დავალებების შესრულება.

განაცხადის გაგზავნა →