← ყველა ვაკანსია

ცნობიერების ამაღლების, ტრენინგებისა და სერტიფიცირების სამსახურის საგანმანათლებლო პროგრამების სპეციალისტი

სსიპ - ციფრული მმართველობის სააგენტო · თბილისი · სრული განაკვეთი

• ციფრული მმართველობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში არსებული საგანმანათლებლო რესურსებისა და პრაქტიკის შესწავლა; • საგანმანათლებლო პროგრამების თემატური შინაარსის მომზადებასა და შესაბამისი სასწავლო კომპონენტების ჩამოყალიბებაში მონაწილეობა; • სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის სასწავლო მასალის ადაპტირება მათი ცოდნის დონის, პროფესიული საჭიროებებისა და სასწავლო მიზნების გათვალისწინებით; • პროგრამების ფარგლებში გამოსაყენებელი პრაქტიკული მაგალითების, სავარჯიშოების, ქეისებისა და ინტერაქტიული აქტივობების შემუშავება; • სასწავლო კურსების საპილოტე განხორციელებაში მონაწილეობა და გამოვლენილი ხარვეზების შესახებ რეკომენდაციების მომზადება; • სასწავლო პროგრამებში გამოყენებული მეთოდების, მასალებისა და შეფასების მიდგომების შესაბამისობის გადამოწმება განსაზღვრულ სასწავლო შედეგებთან; • საგანმანათლებლო პროგრამების განახლების მიზნით საკანონმდებლო, ტექნოლოგიური და სფეროში არსებული ტენდენციების მონიტორინგი; • საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში მონაწილეთა ცოდნისა და უნარების შეფასების ინსტრუმენტების მომზადებაში მონაწილეობა; • თემატური სახელმძღვანელოების, გზამკვლევების, საინფორმაციო ბუკლეტებისა და ელექტრონული სასწავლო რესურსების შემუშავებაში ჩართულობა; • განხორციელებული პროგრამების შინაარსობრივი შედეგების ანალიზი და საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერისთვის შესაბამისი დასკვნებისა და გაუმჯობესების წინადადებების წარდგენა. • კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა; • დასაქმებულის საქმიანობიდან გამომდინარე, ხელმძღვანელ(ებ)ის მითითებებისა და დავალებების შესრულება.

განაცხადის გაგზავნა →