← ყველა ვაკანსია

სტრატეგიული განვითარების, კოორდინაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამმართველოს საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი

სსიპ - ციფრული მმართველობის სააგენტო · თბილისი · სრული განაკვეთი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ “ციფრული მმართველობის სააგენტოს“ საქმიანობის მიზნებია: საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვისა და ციფრული მმართველობის განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის, ელექტრონული სერვისების დანერგვისა და პოპულარიზაციის გზით; ფიზიკური და იურიდიული პირების უზრუნველყოფა მათზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი, ეფექტიანი და გამჭვირვალე ელექტრონული სერვისებით; თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფა. • საერთაშორისო პარტნიორებთან, დონორ ორგანიზაციებთან და შესაბამის უცხოურ უწყებებთან სამუშაო კომუნიკაციის წარმართვა და საჭირო ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფა; • სააგენტოს საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით შეხვედრების, ვიზიტების, სამუშაო სესიებისა და სხვა ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა; • საერთაშორისო პარტნიორებისა და ორგანიზაციების საკონტაქტო მონაცემების, თანამშრომლობის ისტორიისა და მიმდინარე საკითხების სისტემატიზება და განახლება; • საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში შემოსული წერილების, მოთხოვნებისა და დოკუმენტების დამუშავება, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან გადამისამართება და პასუხების მომზადების კოორდინაცია; • საერთაშორისო პროექტებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის მოძიება, მათი სააგენტოს საჭიროებებთან შესაბამისობის პირველადი შეფასება და ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა; • საპროექტო იდეების, კონცეფციების, განაცხადებისა და პარტნიორებისთვის განკუთვნილი საინფორმაციო მასალების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; • საერთაშორისო პროექტების განხორციელების ეტაპებზე დაგეგმილი ღონისძიებებისა და ვადების შესრულების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და პროექტის ხელმძღვანელისთვის მიწოდება; • პროექტებთან დაკავშირებული სამუშაო დოკუმენტაციის, კალენდრების, შეხვედრების ოქმებისა და შესრულების მასალების წარმოება და მოწესრიგება; • საერთაშორისო შეხვედრებისა და ღონისძიებებისთვის ბრიფინგების, დღის წესრიგის, პრეზენტაციებისა და სხვა დამხმარე მასალების მომზადება; • საქართველოსა და სააგენტოს საქმიანობის შესახებ უცხოელი პარტნიორებისთვის გასავრცელებელი ინფორმაციის, ცნობებისა და მოკლე ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა; • საერთაშორისო ანგარიშების, შეფასებებისა და რეკომენდაციების გაცნობა, მათში ასახული საკითხების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან გადამოწმება და შემდგომი რეაგირების შესახებ ინფორმაციის მომზადება; • შესრულებული სამუშაოს, საერთაშორისო კონტაქტების, მიმდინარე პროექტებისა და მიღწეული შედეგების შესახებ სამმართველოს უფროსისთვის პერიოდული და მოთხოვნისამებრ ანგარიშების წარდგენა. • კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა; • დასაქმებულის საქმიანობიდან გამომდინარე, ხელმძღვანელ(ებ)ის მითითებებისა და დავალებების შესრულება.

განაცხადის გაგზავნა →