ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს სტაჟიორი
სსიპ - ციფრული მმართველობის სააგენტო · თბილისი · სრული განაკვეთი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ “ციფრული მმართველობის სააგენტოს“ საქმიანობის მიზნებია: საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვისა და ციფრული მმართველობის განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის, ელექტრონული სერვისების დანერგვისა და პოპულარიზაციის გზით; ფიზიკური და იურიდიული პირების უზრუნველყოფა მათზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი,
ეფექტიანი და გამჭვირვალე ელექტრონული სერვისებით; თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფა.
• ორგანიზაციის მუშაობის სპეციფიკის გაცნობა;
• კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
• სამსახურებრივი დოკუმენტაციის გაცნობა და სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებითა და სხვა) სარგებლობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
• ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე დაესწრება და მონაწილეობის მიღება;
• ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით ადმინისტრაციული პროცესების მართვაში მონაწილეობის მიღება;
• თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოებასა და შესაბამის პორტალზე ელექტრონულად ასახვაში ჩართულობა;
• საორიენტაციო და სამსახურიდან წასვლის პროცესების კოორდინაციაში მონაწილეობა;
• თანამშრომელთა პროფესიული განვითარების პროცესის კოორდინაციაში მონაწილეობა;
• თანამშრომლებისთვის ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე კონსულტაციის გაწევა;
• ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
• კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა;
• დასაქმებულის საქმიანობიდან გამომდინარე, ხელმძღვანელ(ებ)ის მითითებებისა და დავალებების შესრულება.
• საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
• საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
• საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
• საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“;
• საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილება „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“;
• საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ“.
• საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს №590 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მმართველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“.