სახელმწიფო ქონების პრივატიზების დეპარტამენტის გაყიდვების მხარდაჭერის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი
სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო · თბილისი · სრული განაკვეთი
სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო შედის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში და ახორციელებს სახელმწიფო ქონების პრივატიზება/რეალიზებასთან, სარგებლობის უფლებით გადაცემასა და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების მართვასთან დაკავშირებულ უფლებამოსილებებს. ასევე, სააგენტო მართავს მკაცრი აღრიცხვის ფორმებთან დაკავშირებულ საკითხებსა და ახორციელებს ელექტრონული აუქციონების ვებგვერდის www.eauction.ge-ის საშუალებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვას.
• კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (თუკი მისი პრივატიზება ხორციელდება უძრავ ქონებასთან ერთად) აუქციონის ფორმით პრივატიზებასთან/სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი წინადადებების მომზადება და აღნიშნული პროცესის ორგანიზების სამუშაოების უზრუნველყოფა;
• კანონით დადგენილი წესით, წილების, აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზების ინიცირება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
• სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებით სარგებლობის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სარგებლობის საფასურის შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების მიზნით, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის დადგენისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება და კონტრაჰენტებისათვის შეთავაზება;
• სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არამატრიალური ქონებრივი სიკეთის, მათ შორის, წილებისა და აქციების აუქციონის ფორმით პრივატიზებასთან დაკავშირებით შესაბამისი წინადადებების მომზადება და აღნიშნული პროცესის ორგანიზების სამუშაოების უზრუნველყოფა;
• სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი წინადადებების მომზადება და აღნიშნული პროცესის ორგანიზების სამუშაოების უზრუნველყოფა;
• შესაბამისი მიმართვის არსებობისას, კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, აგრეთვე, იმ კერძო სამართლის იურიდიული პირების, რომლებიც დაფუძნებულია სახელმწიფოს მიერ ან/და რომლებშიც სახელმწიფო ფლობს გარკვეულ წილს/აქციას, ქონების აუქციონის ფორმით განკარგვის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება (სააგენტოს დებულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა);
• სამსახურში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
• სააგენტოს ხელმძღვანელობისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის უფროსის მიერ განსაზღვრული ცალკეული დავალებების შესრულება.
• საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
• „სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონი;
• „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონი;
• „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი;
• „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონი;
• „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონი;
• „ქონების მმართველის უფლებამოსილებებისა და მათი განხორციელების წესისა და ფორმის დადგენის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №390 დადგენილება;
• „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილება;
• „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1–1/1537 ბრძანება;
• „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანება.