← ყველა ვაკანსია

საწარმოს მენეჯერი

რენდერტექ ჯორჯია

"რენდერტექ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას საწარმოს მენეჯერის თანამდებობაზე. ძირითადი მოვალეობები: ** საწარმოს ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი; ** ცხოველური ცხიმების შეგროვების, მიღების, დახარისხებისა და გადამუშავების პროცესების მართვა; ** საწარმოო პროცესების ეფექტიანობისა და ხარისხის კონტროლი; ** თანამშრომლების სამუშაო პროცესის ორგანიზება, დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი; ** ნედლეულისა და მზა პროდუქციის მოძრაობის კონტროლი; ** საწარმოო მარაგების, საჭირო მასალებისა და რესურსების დაგეგმვა; ** ტექნიკური და საწარმოო პროცესების გამართულობის კონტროლი; ** ექსპორტისთვის პროდუქციის მომზადების პროცესის ორგანიზება; ** შეფუთვის, დასაწყობებისა და დატვირთვის პროცესების კონტროლი; ** ლოგისტიკურ და სატრანსპორტო პროცესებში კოორდინაცია; ** საჭირო დოკუმენტაციისა და ანგარიშგების წარმოების კონტროლი; ** პრობლემური საკითხების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება; ** ხელმძღვანელობასთან რეგულარული ანგარიშგება საწარმოს მუშაობის, შედეგებისა და საჭიროებების შესახებ. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** საწარმოს/წარმოების მართვის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** თანამშრომლების მართვისა და სამუშაო პროცესების ორგანიზების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა; ** გადაწყვეტილების დროული მიღებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი; ** საოპერაციო პროცესების კონტროლისა და დაგეგმვის კარგი უნარები; ** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა; ** B კატეგორიის მართვის მოწმობა ჩაითვლება უპირატესობად; ** შესაბამის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად. პიროვნული თვისებები: ** ლიდერული უნარები; ** პასუხისმგებლიანობა და დისციპლინირებულობა; ** ყურადღება დეტალების მიმართ; ** კომუნიკაციის კარგი უნარი; ** გუნდთან მუშაობის უნარი; ** ინიციატივიანობა; ** სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** პასუხისმგებლობიან და მნიშვნელოვან პოზიციას კომპანიის საქმიანობაში; ** გრძელვადიან თანამშრომლობას. დაინტერესებულ აპლიკანტებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება მოთხოვნებს, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ რეზიუმე (ქართულ ენაზე), ელ. ფოსტაზე: hr@biodiesel.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის გაგზავნა →