← ყველა ვაკანსია

საწყობის თანამშრომელი

NQ Hospitality Management Group · ბათუმი

"NQ Hospitality Management Group", რომელიც ოპერირებს სტუმარ-მასპინძლობის სფეროში და მართავს სასტუმრო-სარესტორნო ობიექტებს, აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე. თუ ხართ პასუხისმგებლობიანი, ორგანიზებული და გაქვთ სასაწყობე საქმიანობის გამოცდილება, შემოუერთდით ჩვენს გუნდს და გახდით მზარდი და წარმატებული კომპანიის ნაწილი. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** საწყობში შემოსული პროდუქციისა და მასალების მიღება, გადმოტვირთვის პროცესის ორგანიზება და კონტროლი; ** მიღებული საქონლის ვიზუალური მდგომარეობის შემოწმება და რაოდენობრივი შესაბამისობის დადგენა თანმხლებ დოკუმენტებთან (ზედნადებები, ინვოისები); ** პროდუქციის კატეგორიების მიხედვით დახარისხება და საწყობის დადგენილ ზონებში/თაროებზე განთავსება. ** შიდა მოთხოვნების ან კლიენტების შეკვეთების საფუძველზე პროდუქციის ზუსტი აკრეფა, შეფუთვა და მარკირება; ** პროდუქციის გაცემამდე ხარისხის, ვადებისა და რაოდენობის კონტროლი;ტრანსპორტირებისთვის გამზადებული ტვირთის უსაფრთხო ჩატვირთვის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ** სასაწყობე ნაშთების მუდმივი კონტროლი ** პერიოდულ და გეგმურ ინვენტარიზაციებში აქტიური მონაწილეობა; ** დაზიანების, დეფექტის ან დანაკლისის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება. ** საწყობში სისუფთავის, წესრიგისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა; ** სასაწყობე ტექნიკისა და ინვენტარის გამართული მუშაობის კონტროლი და მოვლა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება; ** სასაწყობე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად); ** პროგრამების ცოდნა: Fina, RS; ** MS Excel-ის საბაზისო დონეზე ცოდნა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** სტრესულ გარემოში მუშაობისა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@nqhospitality.com და წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის გაგზავნა →