← ყველა ვაკანსია

კვებისა და სასმელების მენეჯერი

სასტუმრო ამპელო · კარდანახი

სასტუმრო "ამპელო"- აცხადებს ვაკანსიას კვებისა და სასმელების მენეჯერის პოზიციაზე. მდებარეობა: კარდანახი ფუნქცია/მოვალეობები: ** რესტორნის მიმტანებისა და ბარმენების გუნდის მართვა და განვითარება; ** რესტორნისა და ბარის მარაგების მართვა და მონიტორინგი; ** რესტორნის სერვისის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა; ** სამზარეულოს საჭიროებიდან გამომდინარე, შესასყიდი პროდუქციის სიის შედგენა; ** შესყიდვების მართვა და მონიტორინგი; ** ბიუჯეტირება და დამტკიცებული ბიუჯეტის მონიტორინგი; ** დღის ნავაჭრის მონიტორინგი; ** თანამშრომლების შერჩევა, მართვა და ტრენინგების ორგანიზება; ** შეფ-მზარეულთან ერთად მენიუს კალკულაციების შედგენა და პროგრამული უზრუნველყოფა; ** პროდუქციის მოწოდების უწყვეტობისა და ხარისხიანობის უზრუნველყოფა; ** ღონისძიებების მართვა, საჭიროების შემთხვევაში დამატებით თანამშრომლების მოძიება; ** სხვადასხვა არასტანდარტული ღონისძიებებისთვის პროდუქციის მომარაგება და მონიტორინგი; ** Housekeeping და Front office დეპარტამენტებთან მჭიდრო კომუნიკაცია; ** ყოველთვიური რეპორტინგი გაყიდვების, ხარჯებისა და ფასებთან დაკავშირებით, უშუალო ხელმძღვანელთან; ** Fina-ში მუშაობა/მართვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ცოდნა და უნარები: ** აუცილებელია საერთაშორისო/ბრენდულ სასტუმროში F&B პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; ** FINA პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ფლობა; ** MS Office პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel -ის ცოდნა; ** ორგანიზებულობა; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: კახეთი; ** ანაზღაურება: ფიქსირებული, გამოცდილებიდან გამომდინარე; ** გრაფიკი: 5 დღე (2 დასვენების დღე, გარდა პარასკევი-შაბათი-კვირისა); ** ბენეფიტები: საცხოვრებელი, კვება დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ. მისამართზე: Info@kardanakhi.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება შეფ-მზარეული. კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე. მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →