← ყველა ვაკანსია

გაყიდვების და წევრის გამოცდილების სპეციალისტი

ობსიდია

"OBSIDIA" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვების და წევრის გამოცდილების სპეციალისტი ვეძებთ გაყიდვებზე ორიენტირებულ, კომუნიკაბელურ და ორგანიზებულ ადამიანს, რომელიც OBSIDIA-ს წევრის გამოცდილებას პირველივე კონტაქტიდან მართავს და თითოეულ კომუნიკაციას გაყიდვის შესაძლებლობად აღიქვამს. ეს არ არის მხოლოდ მიმღების პოზიცია — თანამშრომელი პასუხისმგებელი იქნება OBSIDIA-ში არსებული პროდუქტებისა და სერვისების სრულ გაყიდვით პროცესზე, წევრების მომსახურებასა და ყოველდღიურ ადმინისტრაციულ საქმიანობაზე. ძირითადი მოვალეობები: ** დაინტერესებული პირების კონსულტაცია და წევრობის პაკეტების გაყიდვა; ** არსებული წევრების აბონემენტების განახლება და დამატებითი შეთავაზებების წარდგენა; ** ახალი წევრების რეგისტრაციის სრული პროცესის მართვა; ** პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებთან სატელეფონო და წერილობითი კომუნიკაცია; ** სოციალურ ქსელებში შემოსულ შეტყობინებებსა და მოთხოვნებზე სწრაფი, პროფესიონალური და გაყიდვაზე ორიენტირებული პასუხების გაცემა; ** კლუბის ტურის ჩატარება და OBSIDIA-ს სერვისების სწორად წარდგენა; ** OBSIDIA Bar-ის პროდუქტების გაყიდვა და მომხმარებლისთვის შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება; ** დამატებითი სერვისების — გაყიდვა; ** მიმდინარე შეთავაზებებისა და სპეციალური პირობების აქტიური კომუნიკაცია; ** გადახდების მიღება და შესაბამის პროგრამებში სწორად ასახვა; ** მომხმარებელთა მონაცემებისა და გაყიდვების პროცესის CRM სისტემაში მართვა; ** ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების შესრულება; ** წევრების მოთხოვნებზე, კითხვებსა და პრობლემებზე დროული რეაგირება; ** გაყიდვების ინდივიდუალური მიზნების შესრულება და შედეგების რეგულარული ანგარიშგება; ** OBSIDIA-ს მომსახურების, ვიზუალური და კომუნიკაციის სტანდარტების დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გაყიდვების ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** გამართული, სასიამოვნო და თავდაჯერებული კომუნიკაციის უნარი; ** გაყიდვის, საჭიროების აღმოჩენისა და შეთავაზების სწორად წარდგენის უნარი; ** პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა და მაღალი თვითორგანიზება; ** რამდენიმე პროცესის ერთდროულად ეფექტურად მართვის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა და ადმინისტრაციულ პროგრამებთან მუშაობის უნარი; ** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა ; ** მოწესრიგებული, პროფესიონალური იერსახე და მაღალი მომსახურების კულტურა. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანი, რომელიც: ** არ ელოდება მხოლოდ მომხმარებლის შეკითხვას — თავად ხედავს გაყიდვის შესაძლებლობას; ** შეუძლია პროდუქტის ან სერვისის ღირებულების სწორად წარმოჩენა და არა მხოლოდ ფასის დასახელება; ** თითოეულ წევრს ინდივიდუალურად და ყურადღებით ემსახურება; ** ინარჩუნებს OBSIDIA-ს სტანდარტს კომუნიკაციის ყველა ეტაპზე; ** ორიენტირებულია როგორც მომსახურების ხარისხზე, ისე კონკრეტულ გაყიდვით შედეგებზე. რას გთავაზობთ: ** პროფესიონალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს; ** მრავალფეროვანი პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვის გამოცდილებას; ** ტრენინგებს OBSIDIA-ს მომსახურების, გაყიდვებისა და პროდუქტების მიმართულებით; ** კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** ფიქსირებულ ანაზღაურებას და შედეგებზე დაფუძნებულ ბონუსს. თუ ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ მომხმარებლისთვის მაღალი დონის გამოცდილების შექმნა და ამავდროულად ძლიერი გაყიდვითი შედეგების მოტანა, გამოგვიგზავნეთ CV და მოკლე ინფორმაცია თქვენს შესახებ: info@obsidia.life

განაცხადის გაგზავნა →