მორიგე ექიმი
კლინიკა ჰელსიკორი
შპს "ისრაელი-საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა ჰელსიკორი" აცხადებს ვაკანსიას მორიგე ექიმის პოზიციაზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დეპარტამენტში.
სამუშაო განრიგი: მორიგე ექიმი - 24 საათიანი მორიგეობა ოთხ დღეში ერთხელ.
მოთხოვნები:
** სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის სპეციალობაში;
** ამ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება.
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
** კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა, კომპანიის მიერ დანერგილი გაიდლაინებისა და სტანდარტების დაცვით;
** პაციენტის ზოგადი მდგომარეობის შეფასება, რისკების განსაზღვრა;
** დიაგნოსტიკური და სამკურნალო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
** კრიტიკულ და გადაუდებელ მდგომარეობებში სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება.
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** პაციენტზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** კრიტიკულ სიტუაციებში მუშაობის შესაძლებლობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV 2026 წლის 05 სექტემბრამდე შემდეგ მისამართზე: info@hcore.ge.
თქვენს მიერ წარმოდგენილი რეზიუმე შეიცავს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული მონაცემები დამუშავდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, კანდიდატთა შერჩევის პროცესის ფარგლებში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით იმ მიზნით, რომ შესაძლებელია თქვენი კანდიდატურის განხილვა სხვა შესაბამის პოზიციებზეც. რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ გაეცანით აღნიშნულ ინფორმაციას.