← ყველა ვაკანსია

სტომატოლოგიური კლინიკის ასისტენტი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი

ა (ა)იპ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სტომატოლოგიური კლინიკა აცხადებს ვაკანსიას კლინიკის ასისტენტის პოზიციაზე, საქმის ადგილზე შესწავლით. სამუშაო ადგილი: ნიუ ვიჟენ უნივერისტეტის სტომატოლოგიური კლინიკა. ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას ქ. №9 სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: შეთანხმებით ფუნქცია/მოვალეობები: ** სტომატოლოგიურ კაბინეტში, შესაბამისი სტანდარტებით, ჰიგიენის ნორმების კონტროლი; ** სხვადასხვა სტომატოლოგიური პროცედურებისათვის ინსტრუმენტების ორგანიზება და პაციენტების მომზადება; ** პაციენტზე გახარჯული მასალების აღრიცხვა; ** პრაქტიკული სესიებისთვის შესაბამისი მასალების მომზადება და პროცესის ორგანიზება; ** სიმულაციური ოთახების მოწყობასა და მოვლაში ჩართულობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სტუდენტის სტატუსი ან უმაღლესი განათლება (სასურველია სტომატოლოგიის მიმართულებით); ** ქართული და ინგლისური (B1-B2) ენის ცოდნა; ** სტომატოლოგიურ კლინიკაში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობა; ** კეთილსინდისიერება/სანდოობა; ** მოქნილობა, გადაუდებელ სიტუაციებში დამოუკიდებლად მოქმედების უნარი; ** კომუნიკაბელურობა; ** ადაპტაციის უნარი. წარმოსადგენი დოკუმენტები: ** CV; ** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლ (ებ)ი. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ** განაცხადების განხილვა; ** შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება; ** კონკურსში გამარჯვებული კანდიდატების გამოვლენა. განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2026 წლის 31 აგვისტო. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფოსტის საშუალებით - hr@newvision.ge და გთხოვთ ველში "subject" მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

განაცხადის გაგზავნა →