ტენდერი სარემონტო სამუშაოს მომსახურების უზრუნველსაყოფად
SOS ბავშვთა სოფელი
ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი ქუთაისის სტანდარტული პროექტის ადმინისტრაცია იწვევს შესაბამისი გამოცდილების მქონე ორგანიზაციებს, ქუთაისის მცირე საოჯახო ტიპის სახლის (დადიანის ქ. #17) აივნის დახურვის და პირველი სართულის საძინებლის სარემონტო სამუშაოს მომსახურების უზრუნველსაყოფად.
სავალდებულო მოთხოვნები:
ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები)
** უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
** მომსახურების შესაბამისი დეტალური ხარჯთაღრიცხვა დალუქული კონვერტით
** ინფორმაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში ანალოგიური სამუშაოების შესრულების შესახებ (სამუშაოთა მოცულობის, ღირებულებების მითითებებით და ფოტომასალით) შესაბამისი რეკომენდაციით;
თანხის გადახდის პირობები: მომსახურების სრული ღირებულების გადახდა მოხდება მომსახურების გაწევის შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან მაქსიმუმ ხუთი სამუშაო დღის ვადაში
მომსახურების გაწევის ვადები და პირობები: ტენდერში მონაწილეობის მსურველმა ორგანიზაციებმა უნდა უზრუნველყონ მიმდინარე წლის 10 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე, ბავშვთა სოფელი ქუთაისის სტანდარტული პროექტის ქუთაისის მსტ სახლის (დადიანის ქ. #17) აივნის დახურვის და პირველი სართულის საძინებლის სარემონტო სამუშაოს ჩატარება;
მეორე სართულის აივნის გადახურვა (რკინის კონსტრუქციის მოწყობა, ხარისხიანი, სერთიფიცირებული ლითონის ფურცლებით გადახურვა. მოწყობილი რკინის კონსტრუქციის დამუშავება/შეღებვა ღია სივრცისთვის განკუთვნილი საღებავით) -35 მ2
წყლის სადინარი არხების/ღარების მოწყობა -15 მ.
წყლის სადინარი მილების მოწყობა -12-15 მ.
შენობის პირველ სართულზე, საძინებლის ჭერზე დაზიანებული თაბაშირ-მუყაოს შეცვლა და შეღებვა - 6 მ2
ოთახის კედლებზე დაზიანებული თაბაშირ-მუყაოს შეცვლა - 10 მ2
შპალერის შეცვლა ახლით - 40 მ2
შენობის გარედან, პირველ სართულზე, კედლის ჰიდროიზოლაციური სითხით დამუშავება - 15 მ2
სამშენებლო ნარჩენების გატანა
მომსახურების გაწევის პერიოდი: 2026 წლის 10 სექტემბრიდან, 30 სექტემბრამდე;
მომსახურების გაწევის ადგილი: ქ. ქუთაისი, დადიანის #17.
დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ: " ქუთაისის მსტ სახლის აივნის დახურვა და საძინებლის რემონტი"
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2026 წლის 03 სექტემბერი, 12:00 საათი
განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ჰერმან გმაინერის-4
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს ან ფიზიკურ პირებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: Tinatin.Dograshvili@sos-kd.ge
მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.