← ყველა ვაკანსია

Cashier - Outlet Village

Dressup Group

„დრესაპ ჯგუფი“ 31 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა. კომპანია წარმოდგენილია 80-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge. "დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე აუთლეთ სოფელში. შენზე ზრუნვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – ამიტომაც გთავაზობთ: კონკურენტული ანაზღაურება;პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე; 3 თვის მუშაობის შემდეგ 500 ლარიანი „დრესაპის“ ვაუჩერი; მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;იდეების წახალისება/მხარდაჭერა;ჯანმრთელობის დაზღვევა;„ფიტპასის“ მომსახურება. სამუშაო პირობები: ანაზღაურება - 1000 ლარი + ყოველთვიური ბონუსი; სამუშაო გრაფიკი - კვირაში 4 დღე, (8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე, 1 საათი შესვენება, სამუშაო საათები - 11:00-20:00 სთ);დასვენების დღეები - კვირაში 3 დღე;სამუშაო ადგილი - აუთლეთ სოფელი.  ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები: სალაროს გამართულად მუშაობის მონიტორინგი; ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას, პროცედურების სრული დაცვა, ფულადი რესურსების დაცულად განთავსება;სარეალიზაციო დარბაზის მოწესრიგება;პროდუქციის მიღება და სარეალიზაციო დარბაზში გადანაწილება;მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება. ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: აუცილებელია სალაროსთან მუშაობის გამოცდილება (FMG-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად); საცალო გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;სასურველია უმაღლესი განათლება; სასურველია უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. კანდიდატთა შერჩევა: გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV ატვირთეთ  2025 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →