← ყველა ვაკანსია

CRM სპეციალისტი

ნეთვორქერ სი არ ემ

კომპანია "ნეთვორქერ სი არ ემ" აცხადებს ვაკანსიას CRM სპეციალისტის პოზიციაზე. ** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას №45 (დელისის მეტროსთან, ყოფილი "რუსთავი 2"-ის შენობა) ** სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 18:00-მდე) ** განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 5 დეკემბერი, 2026 ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** გაყიდვების აგენტებისა და მენეჯერებისთვის CRM სისტემის გამოყენებაში დახმარება და მხარდაჭერა; ** სისტემაში მონაცემების აღრიცხვის სისწორისა და სრულყოფილების კონტროლი; ** გუნდის მიერ აპლიკაციის სწორად და ეფექტურად გამოყენების მონიტორინგი; ** მუშაობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების, შემანელებელი ფაქტორებისა და დისკომფორტების დაკვირვება/იდენტიფიცირება; ** სისტემის გაუმჯობესების პოტენციალის განსაზღვრა და დეველოპერების გუნდისთვის ტექნიკური დავალების ფორმირება/გადაცემა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები: ** ინგლისური ენის ცოდნა; ** ციფრული ხელსაწყოების (Google, AI და სხვა) ეფექტურად გამოყენების უნარი; ** კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა და დაკვირვების უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი; შენიშვნა: სამუშაო გამოცდილებას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მთავარი ყურადღება ექცევა პიროვნულ თვისებებს, მოტივაციას, საქმისადმი მიდგომასა და გუნდთან ინტეგრირებადობას. სამუშაო პირობები: ** სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე (შაბათ-კვირას დასვენება); ** სამუშაო საათები: 10:00-18:00; ** ლოკაცია: ვაჟა-ფშაველას 45 (დელისის მეტროსთან, ყოფილი "რუსთავი 2"-ის შენობა). განაცხადის შემოტანის წესი: დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@networkercrm.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (Subject line) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "CRM სპეციალისტი". გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →