← ყველა ვაკანსია

ანაზღაურებადი სტაჟირება აუდიტის დეპარტამენტში

ქუდოს ჯორჯია

ფინანსური სერვისების საერთაშორისო კომპანია "Kudos Georgia" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას აუდიტის დეპარტამენტში მოკლე ინფორმაცია კომპანიის შესახებ: Kudos Georgia წარმოადგენს აუდიტისა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო ქსელის Kudos International Network-ის სრულუფლებიან წევრს, რომელიც წარმოდგენილია მსოფლიოს 55-ზე ქვეყანაში. კომპანია რეგისტრირებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის აუდიტორული ფირმების რეესტრში და მინიჭებული აქვს სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება. პოზიცია: სტაჟიორი ფინანსური აუდიტის მიმართულებით ფუნქცია-მოვალეობები: ** აუდიტის პროცესთან დაკავშირებული სამუშაო ფაილების მომზადებაში მონაწილეობის მიღება ** აუდიტის პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება ** აუდიტის პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება ** სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ შიდა ტრენინგებში მონაწილეობა და სატრენინგო მასალის სრულყოფილად შესწავლა. ძირითადი მოთხოვნები: ** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე ** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ეკონომიკური ან ფინანსური მიმართულებით ** Excel-ის საბაზისო ცოდნა ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 61, ბიზნეს ცენტრი "მოზაიკა" სამუშაო განაკვეთი: სრული ** სტაჟირების პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 5 თვეს; ** სტაჟირების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 5 კანდიდატის შერჩევა; ** სტაჟირების პროგრამა დაიწყება 2027 წლის 11 იანვარს; დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე 2026 წლის 24 დეკემბრამდე წარმოადგინოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kudos.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას შპს "ქუდოს ჯორჯიამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით

განაცხადის გაგზავნა →