← ყველა ვაკანსია

ლოგისტიკისა და საწყობის მენეჯერი

პლანეტარიუმი

"პლანეტარიუმი" არის ტელესკოპების, ბინოკლების, მონოკლების, მიკროსკოპებისა და ასტროფოტოგრაფიის სხვადასხვა მოწყობილობების მაღაზია, რომელიც 6 წელია პოზიციონირებს ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია წლებია წარმატებულად თანამშრომლობს მსოფლიოში წამყვანი ასტროფოტოგრაფიის მოწყობილობების მწარმოებელ ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Celestron, Skywatcher, Nimax, Aastroshop, Scopedome და სხვა. ჩვენთან ასევე წარმოდგენილია, მზის პანელებისა და მზის გენერატორების, მსოფლიოში ცნობილი ბრენდის Jackery-ის მოწყობილობები. პოზიცია: ლოგისტიკისა და საწყობის მენეჯერი ჩვენ გთავაზობთ: ** შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ოფიციალურ დასაქმებას; ** ანაზღაურება: 1800 ლარი ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-19:00. მოვალეობები: ** საწყობში ტვირთის მიღება, განთავსება, შენახვა და აღრიცხვა, ნაშთებისა და საქონლის მოძრაობის კონტროლი; ** გაყიდვების მენეჯერებისგან შეკვეთების მიღება და დროულად დამუშავება; ** შეკვეთების შეგროვება და პარტნიორებისთვის საქონლის გაცემა ოფისიდან; ** პარტნიორებისთვის საქონლის მიწოდება კომპანიის ავტომობილით; ** ფინანსურ განყოფილებასთან თანამშრომლობა: დოკუმენტების გაფორმება და საქონლის მოძრაობის აღრიცხვა; ** საწყობში წესრიგისა და შენახვის წესების დაცვა; ** ინვენტარიზაციის ჩატარება დადგენილი გრაფიკით; ** კომპანიის ავტომობილის გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება. მოთხოვნები: ** საწყობში ან ლოგისტიკაში მუშაობის გამოცდილება -მინიმუმ ერთი წელი; ** საქონლის აღრიცხვის გამოცდილება (Excel ან სხვა სასაწყობე პროგრამა); ** მართვის მოწმობა (B კატეგორია) და ავტომობილის მართვის გამოცდილება; ** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა, დოკუმენტაციის სიზუსტე; ** სამუშაო ჩატსა და განაცხადებზე დღის განმავლობაში ოპერატიული რეაგირება; ** ოფისში ყოფნა სამუშაო საათებში; ** რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა - B2 (პარტნიორებთან და თანამშრომლებთან საქმიანი კომუნიკაციისთვის) დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ndoreuli@planetarium.ge. სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის სახელი, რომ სწორად მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა. განაცხადების შემოტანის ბოლო ვადა არის 25 დეკემბერი 2026 წელი.

განაცხადის გაგზავნა →