← ყველა ვაკანსია

მოლარე-კონსულტანტი

პლანეტარიუმი

"პლანეტარიუმი" არის ტელესკოპების, ბინოკლების, მონოკლების, მიკროსკოპებისა და ასტროფოტოგრაფიის სხვადასხვა მოწყობილობების მაღაზია, რომელიც 6 წელია პოზიციონირებს ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია წლებია წარმატებულად თანამშრომლობს მსოფლიოში წამყვანი ასტროფოტოგრაფიის მოწყობილობების მწარმოებელ ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Celestron, Skywatcher, Nimax, Aastroshop, Scopedome და სხვა. ჩვენთან ასევე წარმოდგენილია, მზის პანელებისა და მზის გენერატორების, მსოფლიოში ცნობილი ბრენდის Jackery-ის მოწყობილობები. პოზიცია: მოლარე-კონსულტანტი ძირითადი პირობები: ** სამუშაო ადგილი: თბილისი, შ. ნუცუბიძის ქ. 82 ** დასაქმების ტიპი: სრული ** სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი 11:00-20:00 ** ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი ვის ვეძებთ? "პლანეტარიუმი" ეძებს ენერგიულ და კომუნიკაბელურ კონსულტანტს, რომელიც მზადაა დაეხმაროს მომხმარებლებს პროდუქციის არჩევაში. მოვალეობები: ** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, რჩევის მიცემა; ** პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა და პრეზენტაცია; ** გაყიდვების პროცესის მართვა (გადახდიდან ჩაბარებამდე); ** მაღაზიის სივრცის მოწესრიგება და პროდუქციის განახლება; ** აღწერებში მონაწილეობის მიღება. მოთხოვნები: ** კომუნიკაციის უნარი და მომსახურებაზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა; ** სასურველია ინგლისურის საბაზისო დონეზე ცოდნა; გთავაზობთ: ** სტაბილურ ანაზღაურებას; ** კომფორტულ სამუშაო გარემოს; ** ტრენინგებს ასტროფოტოგრაფიის ტექნიკასა და პროდუქტებზე; ** კარიერული განვითარების შესაძლებლობას; დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ndoreuli@planetarium.ge. სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის სახელი, რომ სწორად მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა. განაცხადების შემოტანის ბოლო ვადა არის 25 დეკემბერი 2026 წელი.

განაცხადის გაგზავნა →