← ყველა ვაკანსია

მერჩენდაიზერი

ლუიზა სპანიოლი

პრემიუმ კლასის იტალიური მოდის ბრენდებისთვის "MONNALISA" და "LUISA SPAGNOLI" ვეძებთ მერჩენდაიზერს, რომელსაც აქვს დახვეწილი ესთეტიკური ხედვა და მოდის სფეროს მიმართ ინტერესი. ძირითადი სამუშაო ლოკაცია: გალერია თბილისი ძირითადი პასუხისმგებლობები: ** სავაჭრო სივრცისა და ვიტრინების ვიზუალური მოწყობა ბრენდების სტანდარტების შესაბამისად; ** პროდუქციის განლაგება და ახალი კოლექციების ესთეტიკური პრეზენტაცია; ** ვიზუალური მერჩენდაიზინგის სტანდარტების მონიტორინგი და შენარჩუნება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მერჩენდაიზინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ** მოდის ინდუსტრიაში ან პრემიუმ სეგმენტში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე; ** კარგი ვიზუალური და ესთეტიკური ხედვა; ** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა. ანაზღაურება და სამუშაო პირობები: ** Merchandiser — 1500 ლარი (ხელზე) + ბონუსი; ** Merchandiser + Sales Consultant — 2000 ლარი (ხელზე) + ბონუსი (სურვილის შემთხვევაში, კონსულტანტის ფუნქციის ნახევარ განაკვეთზე შეთავსებით); ** თანამშრომლისთვის სპეციალური 20%-იანი ფასდაკლება ბრენდების პროდუქციაზე; ** საჭიროებისამებრ, პერიოდული ვიზიტები Outlet-ის ფილიალში, ტრანსპორტირების ხარჯების სრული ანაზღაურებით. ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, კვირაში 40 საათი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: ia.kapanadze1989@gmail.com

განაცხადის გაგზავნა →