← ყველა ვაკანსია

პრისეილ კონსულტანტი

ინტელკომ ჯგუფი

"ინტელკომ ჯგუფი", IT დისტრიბუციისა და ინტეგრაციის მიმართულებით წამყვანი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას პრისეილ (ტექნიკური) კონსულტანტის პოზიციაზე. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: https://intellcom.net/ka/company/ ძირითადი მოვალეობები: ** შოურუმში მომხმარებელთა მომსახურება: შოურუმში მოსული მომხმარებლის საჭიროებების დადგენა, პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების გაცნობა და ოპტიმალური მოდელების შერჩევა; ** სატელეფონო კონსულტირება: შემომავალ ზარებზე ოპერატიული რეაგირება, მომხმარებლისთვის კვალიფიციური ტექნიკური რჩევის მიცემა და მოთხოვნის შესაბამისი პროდუქციის შერჩევა; ** ელექტრონული მოთხოვნების დამუშავება: ელ-ფოსტაზე შემოსული განაცხადების ანალიზი, შესაბამისი პროდუქციის (ან ალტერნატიული მოდელების) შერჩევა და მომხმარებლისთვის ინფორმაციის გადაგზავნა; ** გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა: გაყიდვების მენეჯერების დახმარება პროდუქციის შერჩევაში, ტექნიკური პარამეტრების დაზუსტებასა და მოდელების შედარებაში. ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი ან არასრული ტექნიკური განათლება; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. ანაზღაურება და ბენეფიტები: ** ანაზღაურება: 2000 ლარი; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** პროდუქციის შემსწავლელი შიდა ტრენინგები; ** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა; ** რეგულარული კორპორატიული ღონისძიებები. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ტერევერკოს ქ. 42 - "ინტელკომ ჯგუფის" ახალაშენებული, თანამედროვე და სრულად კეთილმოწყობილი ოფისი, სასადილო ოთახით, 25 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო ოთახით, შეხვედრების ოთახებით, გასართობი და სპორტული სივრცეებით, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი პარკინგით; ** სამუშაო გარემო: კეთილგანწყობილი და მეგობრული გუნდი; ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 (შესვენება 1 საათი); ** შვებულება: 24 სამუშაო დღე წელიწადში. გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: [email protected] და გზავნილის თემაში (Subject) მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება — "პრისეილ (ტექნიკური) კონსულტანტი". გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ 6 თვით ვინახავთ მონაცემებს დასაქმების შემდგომი შეთავაზების მიზნით.

განაცხადის გაგზავნა →