← ყველა ვაკანსია

გათბობის ქვაბის ხელოსანი / სერვისის ტექნიკოსი

კლიმატ კომფორტი

კომპანია "კლიმატ კომფორტი" ეძებს გამოცდილ და პასუხისმგებლობიან სპეციალისტს კედლის გაზის გათბობის ქვაბების დიაგნოსტიკის, შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურებისთვის. სამუშაო მოიცავს მომხმარებლებთან ადგილზე გასვლას თბილისის მასშტაბით. ვაკანსია: გათბობის ქვაბის ხელოსანი / სერვისის ტექნიკოსი სამუშაო ადგილი: თბილისი ანაზღაურება: 2500 ლარი განაცხადების მიღების პერიოდი: 24 ნოემბერი - 8 დეკემბერი, 2026 წელი ძირითადი მოვალეობები: ** გაზის გათბობის ქვაბების გაუმართაობის დიაგნოსტიკა და შეკეთება; ** ცირკულაციის ტუმბოების, სამმხრივი სარქველების, სენსორების, ვენტილატორებისა და სხვა კვანძების შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა; ** ქვაბების პროფილაქტიკური და სეზონური ტექნიკური მომსახურება, წმენდა და მუშაობის შემოწმება; ** გათბობისა და ცხელი წყლის სისტემებში არსებული პრობლემების გამოვლენა; ** შესრულებული სამუშაოს და საჭირო ნაწილების შესახებ მომხმარებლისთვის გასაგები ინფორმაციის მიწოდება; ** ტექნიკური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა მომსახურების ყველა ეტაპზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** კედლის გაზის ქვაბების დიაგნოსტიკისა და შეკეთების პრაქტიკული გამოცდილება; ** ქვაბის ჰიდრავლიკური, მექანიკური და ელექტრული კვანძების მუშაობის ცოდნა; ** საზომი ხელსაწყოების გამოყენების და ტექნიკური პრობლემის დამოუკიდებლად გამოვლენის უნარი; ** პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა და მომხმარებელთან გამართული კომუნიკაცია; ** სასურველია სხვადასხვა ბრენდის ქვაბებთან მუშაობის გამოცდილება და B კატეგორიის მართვის მოწმობა. სამუშაო პირობები: ** საქმიანობა: გამოძახებებზე გასვლა, ადგილზე დიაგნოსტიკა და სარემონტო სამუშაოები; ** სამუშაო გრაფიკი და თანამშრომლობის დეტალები შეთანხმდება გასაუბრებისას; როგორ გამოეხმაუროთ ვაკანსიას: დაინტერესებულმა კანდიდატებმა დაგვიკავშირდით ნომერზე: 511 156 107 შესაძლებელია ზარი ან WhatsApp-ზე მოკლე ინფორმაციის გამოგზავნა თქვენი სამუშაო გამოცდილების შესახებ.

განაცხადის გაგზავნა →