← ყველა ვაკანსია

ექიმი-ესთეტიკოსი

ესთეტიკური მედიცინის კლინიკა ელლე

"Elle Aesthetics Clinic" აცხადებს ვაკანსიას გამოცდილი ექიმი-ესთეტიკოსის პოზიციაზე. ვეძებთ სპეციალისტს, რომელიც მაღალკვალიფიციურად ატარებს ინექციურ და კოსმეტოლოგიურ პროცედურებს და ორიენტირებულია პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი სამედიცინო განათლება; ** ექიმ-ესთეტიკოსად მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება; ** დერმალური ფილერებით სახის კონტურული კორექციის გამოცდილება; ** ტუჩის მოდელირებისა და აუგმენტაციის თანამედროვე ტექნიკების ფლობა; ** ბოტულინოთერაპიისა და მეზოთერაპიის ჩატარების გამოცდილება; ** ესთეტიკური ძაფებით მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური ენის ცოდნა პაციენტთან სრულფასოვანი კომუნიკაციისთვის (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); ** კომუნიკაბელურობა, ეთიკურობა და გუნდური მუშაობის უნარი. ძირითადი მოვალეობები: ** პაციენტის კონსულტაცია, ანამნეზის შეკრება, ჩვენებებისა და უკუჩვენებების შეფასება; ** პროცედურების ინდივიდუალური კურსისა და გეგმის შედგენა; ** ინექციური და ესთეტიკური პროცედურების ჩატარება უსაფრთხოებისა და ჰიგიენის პროტოკოლების მკაცრი დაცვით; ** პაციენტის ინფორმირება პროცედურის შემდგომი მოვლის შესახებ; ** შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება. ჩვენ გთავაზობთ: ** კომფორტულ, თანამედროვე და მაღალი სტანდარტების სამუშაო გარემოს; ** პრემიუმ ხარისხის სერტიფიცირებულ პროდუქციასა და უახლეს აპარატურას. განაცხადის მიღების წესი: დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@elleclinic.ge ან მოგვწეროთ პირად შეტყობინებაში. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაურთოთ ნამუშევრების პორტფოლიო (მათ შორის, ტუჩის მოდელირების "მანამდე და შემდეგ" ფოტოები, რომელთა გაზიარებაზეც პაციენტის თანხმობა გაქვთ).

განაცხადის გაგზავნა →