← ყველა ვაკანსია

ბარის უნივერსალური თანამშრომელი

არტ-კაფე APPIANO

ახალი, მყუდრო არტ-კაფე APPIANO ეძებს ენერგიულ, მოწესრიგებულ და კომუნიკაბელურ თანამშრომელს ბარის მიმართულებით. ვაკანსია — ბარის უნივერსალური თანამშრომელი Art Café APPIANO | თბილისი, ქალაქის ცენტრი სამუშაო მოვალეობები: ** ყავის სხვადასხვა სახეობის მომზადება; ** ახალი წვენების დამზადება; ** კოქტეილების მომზადება; ** ნამცხვრების, დესერტებისა და სხვა პროდუქციის შეთავაზება და რეალიზაცია; ** მომხმარებლის შეკვეთების მიღება და მომსახურება; ** სალაროსთან მუშაობა და ანგარიშსწორება; ** პროდუქციისა და სამუშაო სივრცის მოწესრიგება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა; ** სისწრაფე და ორგანიზებულობა; ** სისუფთავისა და ჰიგიენის დაცვა; ** მომხმარებელთან ურთიერთობის უნარი. ბარისტად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ჩვენ გთავაზობთ: ** სასიამოვნო სამუშაო გარემოს; ** სტაბილურ ანაზღაურებას; ** მეგობრულ გუნდს. განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 5 დეკემბერი, 2026. გამოგვიგზავნეთ CV ფოტო სურათით ან მოკლე ინფორმაცია საკუთარ თავზე: artcafeappiano@gmail.com APPIANO — ადგილი, სადაც გემო, ხელოვნება და კარგი განწყობა ერთმანეთს ხვდება.

განაცხადის გაგზავნა →