← ყველა ვაკანსია

გაყიდვების კონსულტანტი

ოპტიკონი

კომპანია "ოპტიკონი" ოპტიკური და მზის სათვალეების მაღაზიათა ქსელია. კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი. ვაჟა-ფშაველას გამზირი, თამარ მეფის გამზირი. თქვენ დაეუფლებით ოპტიკოსის პროფესიას. ახალი პროფესია კი მოგცემთ შესაძლებლობას, რომ ჩამოყალიბდეთ ოპტიკური პროდუქციის გაყიდვების საუკეთესო სპეციალისტად. ჩვენ გთავაზობთ: ** ოპტიკოსის პროფესიის შესწავლას; ** პროფესიულ ტრეინინგებს; ** კარიერული ზრდის რეალურ პერსპექტივას; ** კომფორტულ სამუშაო გარემოს; ** მეგობრულ და კეთილგანწყობილ გუნდს; ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება; ** პროდუქციის მოწესრიგება და განთავსება; ** მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა; ** მომხმარებლისგან თანხის მიღება, სალაროსთან მუშაობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია უმაღლესი განათლება; ** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა; ** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული მახასიათებლები: ** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** მიზანსწრაფულობა; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე, 8 საათიანი გრაფიკი. ანაზღაურება: სტაჟიორის საწყისი ანაზღაურება 700₾. (სტაჟირების ხანგრძლივობა 1 თვე). კონსულტანტის ფიქსირებული ანაზღაურება 1, 000₾ და დამატებით ბონუსი (700 ₾). დამატებითი ბენეფიტები: ტრანსპორტის ბარათი. კომპანია "ოპტიკონის" შეთავაზებით დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე: info@opticon.ge და "Subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (გაყიდვების კონსულტანტი - თბილისი).

განაცხადის გაგზავნა →