← ყველა ვაკანსია

ფინანსისტი

პანორამა ჯგუფი · ქუთაისი

ქუთაისის ერთ-ერთი წამყვანი და გამორჩეული სამშენებლო - დეველოპერული კომპანია "პანორამა ჯგუფი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ფინანსურ დეპარტამენტში ფინანსისტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქუთაისი, კოსტავას N3, პანორამა ჯგუფის ცენტრალური ოფისი. სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი - პარასკევი 10:00-19:00 სტაჟირების პერიოდი: 6 თვე ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** გაყიდვების მონაცემების დამუშავება და ანალიზი; ** პროდუქციისა და ბიზნეს მიმართულებების მომგებიანობის ანალიზში ჩართულობა; ** შემოსავლებისა და ხარჯების მონიტორინგი; ** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი; ** ფინანსური მონაცემების დამუშავება Excel-ში; ** ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პროცესების შესწავლა და პრაქტიკულ საქმიანობაში ჩართულობა; ** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავებასა და საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვაში მონაწილეობა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით სტუდენტი ან კურსდამთავრებული; ** ფინანსებისა და/ან ბუღალტრული აღრიცხვის საბაზისო ცოდნა; ** Microsoft Excel-ის ცოდნა; ** ანალიტიკური აზროვნება, პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი. ** მაღალი აკადემიური მოსწრება. პირადი უნარ-ჩვენები: ** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე info@panoramagroup.ge განაცხადის ბოლო ვადა: 5 დეკემბერი, 2026 წელი. გთხოვთ მეილის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის გაგზავნა →