ტურ-მენეჯერი
Love Travel · თბილისი
თუ ტურიზმში მუშაობის გამოცდილება გაქვს და შეგიძლია კლიენტის იდეა კარგად დაგეგმილ მოგზაურობად აქციო, შემოუერთდი Love Travel-ის გუნდს.
ვეძებთ ტურ მენეჯერს, რომელიც კლიენტს მოგზაურობის დაგეგმვის ყველა ეტაპზე გაუწევს კონსულტაციას — პირველი შეკითხვიდან საბოლოო დაჯავშნამდე. თუ მოგწონს სხვადასხვა მიმართულებაზე მუშაობა, შეთავაზებების შედარება და კლიენტისთვის მის ბიუჯეტსა და ინტერესებზე მორგებული ტურის აწყობა, ეს პოზიცია შენთვისაა.
შენი ძირითადი მოვალეობები
კლიენტის საჭიროებების გარკვევა და ინდივიდუალური, საოჯახო თუ ჯგუფური ტურების შეთავაზებაავიაბილეთების, სასტუმროების, ტრანსფერების, დაზღვევისა და ექსკურსიების მოძიება და დაჯავშნატურის ღირებულების გამოთვლა და კლიენტისთვის შეთავაზების მომზადება ფასის, მომსახურებებისა და გაუქმების პირობების მკაფიო მითითებითპარტნიორებთან კომუნიკაცია, ჯავშნების დადასტურება და გადახდის ვადების კონტროლისამოგზაურო დოკუმენტების მომზადება და კლიენტისთვის დროულად გაგზავნამიმდინარე მოთხოვნების მართვა და დაინტერესებულ კლიენტებთან კომუნიკაციის გაგრძელება
რას ველით შენგან
ტურისტულ კომპანიაში ტურ მენეჯერად, ტურ ოპერატორად ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებასდამოუკიდებლად ტურის აწყობის, ფასის გამოთვლისა და დაჯავშნის უნარსგამართულ ქართულს და ინგლისურის ცოდნას სამუშაო მიმოწერისთვისკლიენტთან პროფესიონალური კომუნიკაციისა და გაყიდვის უნარსდეტალებისადმი ყურადღებას და რამდენიმე მიმდინარე ჯავშნის ერთდროულად მართვის უნარსავიაბილეთების დაჯავშნის სისტემებთან და სასტუმროების B2B პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება უპირატესობაა.
რას გთავაზობთ
ფიქსირებულ ანაზღაურებას და გაყიდვების შედეგებზე მიბმულ ბონუსსსამუშაო პროცესებისა და დაჯავშნის პლატფორმების გაცნობას და გუნდის მხარდაჭერას ადაპტაციის პერიოდშისაერთაშორისო ტურისტულ პარტნიორებთან მუშაობისა და ინდივიდუალური თუ ჯგუფური ტურების შექმნის გამოცდილებასპროფესიული განვითარების შესაძლებლობას პარტნიორების ტრენინგებითა და ტურისტული ღონისძიებებით
სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, ანა კალანდაძე ქ.6
სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარასკევი: 10:00 - 19:00 | შაბათი -მონაცვლეობით
დაინტერესდი? გამოგვიგზავნე CV მისამართზე: tours@lovetravel.ge. წერილის სათაურში მიუთითე „ტურ მენეჯერი“.