ადმინისტრატორი
ღვინის სასტუმრო თელავი · თელავი
"ღვინის სასტუმრო თელავი" რომელიც მდებარეობს ქალაქ თელავში აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
ჯავშნების მიღება;სტუმრების მიღება და მათი სასტუმროში განთავსება;სტუმრების დღიურის წარმოება;
ძირითადი მოთხოვნები:
ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;საოფისე პროგრამების ვორდი და ექსელის მინიმალურ დონეზე ცოდნა;მეილის ცოდნა;დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
მორიგეობა იქნება 24 საათიანი. დასაქმებულს ექნება თავისი ოთახი სადაც შეძლებს დასვენებას და ღამის საათებში ჩვეულებრივად დაძინებას. სამუშაო გრაფიკი ოთხ დღეში ერთხელ.
დასაქმებულის კვებაზე იზრუნებს სასტუმრო.
სამუშაო გარემო ხშირ შემთხვევაში არ იქნება დატვირთული და ადმინისტრატორს ექნება საშუალება წიგნის საკითხავად/სამეცადინოდ. სწავლა-განათლება იქნება წახალისებული.
ანაზღაურება: მორიგეობა 80 ლარი პლიუს დამატებული გამომუშავებული ბონუსები.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: telaviwinehotel@gmail.com