ქიმიური ანალიზების ლაბორანტი
უჯ ლუბრიკანტს · ქუთაისი
UG Lubricants აცხადებს ვაკანსიას ქიმიური ანალიზების ლაბორანტის პოზიციაზე.
კომპანიის აღწერა: UG Lubricants არის ქართული საწარმოო კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია საავტომობილო და სამრეწველო სექტორისთვის განკუთვნილი საპოხი მასალების, ზეთებისა და ტექნიკური სითხეების წარმოებაში.კომპანია ფლობს თანამედროვე საწარმოო ქარხანას, რომელიც მდებარეობს ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, და მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო ასორტიმენტს, მორგებულს სხვადასხვა ინდუსტრიის მოთხოვნებსა და საჭიროებებზე.ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია გრძელვადიანი და ურთიერთსასარგებლო პარტნიორული ურთიერთობების განვითარება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე, რაც კომპანიის მდგრადი ზრდისა და წარმატების საფუძველს წარმოადგენს.
ფუნქცია-მოვალეობები:ნედლეულის, შუალედური და მზა პროდუქციის ლაბორატორიული ანალიზების ჩატარებაპროდუქციის ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლების განსაზღვრა, მათ შორის: სიმკვრივე, სიბლანტე და სხვა ტექნიკური პარამეტრებიპროდუქციის ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა საწარმოო პროცესის ყველა ეტაპზეანალიზის შედეგების დაფიქსირება და დოკუმენტირება ლაბორატორიულ ჟურნალებში და ელექტრონულ აღრიცხვის სისტემებში (Excel / შიდა პროგრამა)საწარმოო პროცესში ხარისხის მუდმივი მონიტორინგი და შესაბამისი მონაცემების ანალიზიპროდუქციის შესაბამისობის უზრუნველყოფა დადგენილ ტექნიკურ და ხარისხის სტანდარტებთანლაბორატორიული საზომი მოწყობილობებისა და ინვენტარის გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება და კონტროლიტექნიკური დოკუმენტაციისა და შიდა რეგულაციების დაცვაშიდა შემოწმებებსა და ხარისხის კონტროლის პროცესებში მონაწილეობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:უმაღლესი განათლება ქიმიის ან ქიმიური ტექნოლოგიის მიმართულებითლაბორატორიულ სამუშაოებში გამოცდილება – ჩათვლება უპირატესობადრუსული ენის სასაუბრო დონეზე ფლობა (B1-B2).ლაბორატორიული საზომი მოწყობილობებთან მუშაობის უნარიხარისხის კონტროლის სტანდარტების (ISO, ASTM და სხვ.) ცოდნა – ჩათვლება უპირატესობადსიზუსტე, დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობატექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და შესრულების უნარიგუნდში მუშაობის უნარი
დასაქმების ტიპისამუშაო გრაფიკი / ფორმატი: სრული
სამუშაო საათები: 09:00 – 18:00
მდებარეობა: ქუთაისი, ავტომშენებლის N 88, თიზ
ანაზღაურება:ანაზღაურება განისაზღვრება აპლიკანტის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
ბენეფიტები:
სამედიცინო დაზღვევასტაბილური სამუშაო გარემოპროფესიული განვითარების შესაძლებლობასტაბილური საწარმოო კომპანია გრძელვადიანი განვითარების გეგმებით
შენიშვნაწინამდებარე ვაკანსიის მიზნებისთვის, თქვენ მიერ CV-ის წარდგენა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების შპს „UG Lubricants“-ისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს „უჯ ლუბრიკანტს“-ის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის მიზნით და დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს „უჯ ლუბრიკანტს“-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს „უჯ ლუბრიკანტს“-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე და შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@uglubricants.comSubject-ში მიუთითეთ ვაკანსია, რომელზე საკონკურსოდაც აგზავნით თქვენს რეზიუმეს. სხვა შემთხვევაში რეზიუმე არ გადაირჩევა. ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 551 62 75 51