ავტო გაყიდვების მენეჯერი
ჰოა ავტო იმპორტი · თბილისი
ავტოიმპორტიორი კომპანია "HOA AUTO IMPORT" საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 5 წელია. კომპანიას ყავს წარმომადგენლობა სამხრეთ კორეასა და ამერიკაში, საიდანაც ახდენს ავტომობილების იმპორტს საქართველოში.
ჰოა ავტო იმპორტი აცხადებს ვაკანსიას ავტო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში .
ანაზღაურება: 2000-2500 ლარი
განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათამდე
ძირითადი ფუნქციები:
მომხმარებლების ბაზის მართვა და მათთან ინტენსიური კომუნიკაცია;მომხმარებლების მოთხოვნების შესაბამისად მათთვის სასურველი ავტომობილის მოძიება, მსოფლიოს წამყვან სააუქციონო ბაზრებზე;გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება (სასურველია);საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel - მომხმარებლის დონეზე);გამოცდილება გაყიდვების სფეროში ჩაითველბა უპირატესობად;ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;ავტომობლის სპეციფიკისა და მახასიათებლების ცოდნა, ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული მახასიათებლები:
პრეზენტაციის უნარი;კეთილგანწყობა/პოზიტიურობა;ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი;პასუხისმგებლობა, კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;ყურადღება დეტალების მიმართ.კომუნიკაბელურობა,ორგანიზებულობა,გუნდური მუშაობის უნარი;კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.
ბენეფიტები:
ჯამრთელობის დაზღვევა;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@hoaautoimport.ge. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება : ავტო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.