← ყველა ვაკანსია

პროექტების კონსულტანტი

რინო · თბილისი

სარემონტო კომპანია Rinox აცხადებს ვაკანსიას პროექტების კონსულტანტის პოზიციაზე. ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელსაც აქვს ინტერესი სამშენებლო-სარემონტო და ინტერიერის სფეროს მიმართ. პოზიცია მოიცავს პროექტის ბიუჯეტის შედგენასა და მართვას, მასალების შერჩევასა და შესყიდვების პროცესის კოორდინაციას, დამკვეთთან მუდმივ კომუნიკაციას და კომპანიის მიმდინარე პროექტებში აქტიურ ჩართულობას. ჩვენ გთავაზობთგამოცდილ და განვითარებად კომპანიაში დასაქმებას;პროფესიულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;2,000 ლარის ფიქსირებულ ანაზღაურებას;პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;სამშენებლო-სარემონტო ბაზრისა და მასალების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების მიღებას;საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობას. ძირითადი მოვალეობებიდიზაინ-პროექტის მიხედვით შესაბამისი სამშენებლო-სარემონტო და ინტერიერის მასალების მოძიება და შერჩევა;პროექტის საბიუჯეტო ფაილის შედგენა;შერჩეული მასალებისა და მათი ღირებულების დამკვეთთან შეთანხმება;დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში ხარჯების კონტროლი და ბიუჯეტის დაცვის უზრუნველყოფა;საბიუჯეტო ფაილის შესაბამისად შესყიდვების პროცესის დაგეგმვა და ორგანიზება;მომწოდებელ კომპანიებთან რეგულარული კომუნიკაცია და შეთავაზებების მოძიება;მასალების, პროდუქტებისა და ბაზარზე არსებული ახალი შეთავაზებების მუდმივი გაცნობა;შესყიდვების პროცესის კოორდინაცია და საჭირო მასალების დროული უზრუნველყოფა;უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების დროული და ხარისხიანი შესრულება;პროექტთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხების ოპერატიული მართვა და შესაბამის პირებთან კომუნიკაცია. მოთხოვნებიმაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;სამშენებლო-სარემონტო, ინტერიერის დიზაინის ან შესყიდვების სფეროში გამოცდილება — აუცილებელი მოთხოვნა;დეტალებზე ორიენტირებულობა;კომუნიკაციისა და მოლაპარაკების კარგი უნარები;დროის ეფექტურად მართვის უნარი;სტრესულ გარემოში მუშაობისა და რამდენიმე ამოცანის პარალელურად მართვის უნარი;დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;სამშენებლო-სარემონტო, ინტერიერის დიზაინის ან შესყიდვების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. ანაზღაურება: 2,000 ლარი — ფიქსირებულისამუშაო საათები: 11:00–19:00მდებარეობა: თბილისი დაინტერესების შემთხვევაშიგთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV / რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტის მისამართებზე:rinox.renovation@gmail.cominfo@rinox.ge

განაცხადის გაგზავნა →