ონლაინ გაყიდვების სპეციალისტი
Techno Mall · ბათუმი
ელექტრო ინსტრუმენტებისა და დანადგარების წამყვანი სავაჭრო ცენტრი Techno Mall აცხადებს ვაკანსიას ონლაინ გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე — ნახევარი განაკვეთით. WEB: https://technomall.ge/ FB: https://www.facebook.com/technomall.georgia
ვეძებთ კომუნიკაბელურ, სწრაფ და გაყიდვებზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც უზრუნველყოფს ონლაინ არხებიდან შემოსული მომხმარებლების ხარისხიან მომსახურებას და დაინტერესების რეალურ გაყიდვად გარდაქმნას.
ძირითადი მოვალეობები:
Facebook, Instagram, WhatsApp და სხვა ონლაინ არხებიდან შემოსულ მომხმარებლებთან კომუნიკაცია;შემომავალ ზარებზე პასუხი და მომხმარებლის კონსულტაცია;მომხმარებლის საჭიროების განსაზღვრა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;პროდუქციის მახასიათებლების, ფასებისა და მიმდინარე შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;ონლაინ შეკვეთების მიღება და დამუშავება;მომხმარებლისთვის დამატებითი და ალტერნატიული პროდუქციის შეთავაზება;დაინტერესებულ მომხმარებლებთან Follow-up კომუნიკაცია და გაყიდვის დასრულება;ონლაინ გაყიდვების ზრდაზე მუშაობა.
სამუშაო გრაფიკი:
პარასკევი: 14:00 – 20:00;შაბათი – კვირა: 09:30 – 20:00.
ანაზღაურება:
ფიქსირებული: 500 ₾ NET;გაყიდვების ბონუსი: პირადი გაყიდვების 1% (Gross);ამანათი: თითოეულ დამუშავებულ/გაგზავნილ ამანათზე 1 ₾.
მოთხოვნები:
კარგი წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;მომხმარებელთან სწრაფი და ეფექტური ონლაინ კომუნიკაცია;გაყიდვებზე და შედეგზე ორიენტირებულობა;Facebook, Instagram, WhatsApp და სხვა საკომუნიკაციო არხებთან მუშაობის უნარი;პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალების მიმართ;გაყიდვების ან მომხმარებელთა მომსახურების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;ელექტრო ინსტრუმენტებისა და ტექნიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.დამატებითი ბენეფიტი:
Element Fitness-ის აბონემენტზე 20%-იანი ფასდაკლება.
ეს პოზიცია განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც სურს კვირის ძირითად ნაწილში თავისუფალი გრაფიკის შენარჩუნება და ფიქსირებულ ანაზღაურებასთან ერთად საკუთარი გაყიდვების შედეგებით დამატებითი შემოსავლის მიღება.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე CV შემდეგ ელფოსტაზე: info@technomall.ge