კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
Techno Mall · ბათუმი
ელექტრო ინსტრუმენტებისა და დანადგარების წამყვანი სავაჭრო ცენტრი Techno Mall აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. WEB: https://technomall.ge/ FB: https://www.facebook.com/technomall.georgia
ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს, რომლის მთავარი ამოცანა იქნება ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება, მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება და B2B გაყიდვების ზრდა.
ძირითადი მოვალეობები:
ახალი კორპორატიული კლიენტების აქტიური მოძიება და მოზიდვა;სამშენებლო, საწარმოო, სერვისულ და სხვა კომპანიებთან საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება;პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო, ონლაინ და პირისპირ კომუნიკაცია;კლიენტის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;ინდივიდუალური კომერციული შეთავაზებების მომზადება;ფასებსა და თანამშრომლობის პირობებზე მოლაპარაკებების წარმოება;არსებული კორპორატიული კლიენტების მართვა და განმეორებითი გაყიდვების ზრდა;კორპორატიული შეკვეთების პროცესის კოორდინაცია;გაყიდვების გეგმის შესრულება და შედეგების ანალიზი;ბაზარზე ახალი შესაძლებლობებისა და პოტენციური კლიენტების მუდმივი მოძიება.
ანაზღაურება და სამუშაო პირობები:
ფიქსირებული ანაზღაურება: 1,200 – 1,700 ₾ NET, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;ბონუსი: 1,000 – 2,000 ₾, მიღწეული შედეგების შესაბამისად;ჯამური შემოსავლის შესაძლებლობა: 2,200 – 3,700 ₾;ორშაბათი – პარასკევი: 10:00 – 18:00;შაბათი: 10:00 – 14:00;კვება: უზრუნველყოფს კომპანია.
დამატებითი ბენეფიტი:
Element Fitness-ის აბონემენტზე 20%-იანი ფასდაკლება.
მოთხოვნები:
B2B ან გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;ახალი კლიენტების დამოუკიდებლად მოძიებისა და მოზიდვის უნარი;შედეგსა და გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებულობა;კომერციული შეთავაზებების მომზადებისა და პრეზენტაციის უნარი;პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და ინიციატივიანობა;Microsoft Office-ის საოფისე პროგრამების ცოდნა;სასურველია ავტომობილის მართვის მოწმობა;ელექტრო ინსტრუმენტების, დანადგარების, გენერატორების, კომპრესორების ან სამშენებლო სფეროს ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.
თუ შეგიძლია ახალი კლიენტების მოძიება, მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოება და გაყიდვების რეალური ზრდა — Techno Mall გაძლევს შესაძლებლობას, ფიქსირებულ ანაზღაურებასთან ერთად შენი შედეგების შესაბამისად მნიშვნელოვნად გაზარდო შემოსავალი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე CV შემდეგ ელფოსტაზე: info@technomall.ge