E-Commerce Equity Processes Coordinator
Dressup Group
„დრესაპ ჯგუფი“ 31 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე კომპანია წარმოდგენილია 80-ზე მეტი მაღაზიით - თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
კომპანია ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
Dressup.ge - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს ელ.კომერციის სააქციო პროცესების კოორდინატორს.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, კვირაში 40 სთ;ანაზღაურება - გამოცდილების მიხედვით; სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. გამრეკელის ქ. #19.
შენზე ზრუნვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – ამიტომაც გთავაზობთ:
კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;ჯანმრთელობის დაზღვევას;„ფიტპასის“ მომსახურებას;იდეების წახალისებას/მხარდაჭერას.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
ელ.კომერციის პლატფორმაში ფასდაკლებების, ვაუჩერებისა და პრომოკოდების შექმნა და მართვა;ელ.კომერციის პლატფორმაში ბანკისა და ქეშბექის შეთავაზებების სწორად ასახვა შესაბამის გადახდის მეთოდებზე;ელ.კომერციის პლატფორმაში აქციების გააქტიურების პროცესის ტექნიკური მხარდაჭერა და შესრულების მონიტორინგი;სხვადასხვა გუნდთან (ტექნიკური, მერჩენდაიზინგის, მარკეტინგის) ეფექტური თანამშრომლობა აქციების შეუფერხებლად წარმართვის მიზნით;აქციის დასრულების შემდეგ სისტემური პროცესების აღდგენა და შემოწმება;სამუშაო პროცესში წარმოქმნილი დამატებითი ამოცანების დროული შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
მსგავსი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;უპირატესობად ჩაითვლება Prestashop, Shopify, WooCommerce ან მსგავს სისტემებში მუშაობის გამოცდილება;MS Excel-ის ცოდნა;სასურველია ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;ორგანიზებულობა და საქმის დაგეგმვის უნარი.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2025 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!