B2B გაყიდვების აგენტი
რესტოაუდიტი · თბილისი
„რესტოგრუპი“ ვეძებთ B2B გაყიდვების აგენტს. ვაერთიანებთ ორ მიმართულებას: „რესტოსოფტი“ — Syrve POS სისტემის დანერგვა და მომსახურება და „რესტოაუდიტი“ — ბუღალტერია, ქოსთ კონტროლი და ფინანსური მენეჯმენტი.
ძირითადი მოვალეობები
პოტენციური ბიზნეს კლიენტების იდენტიფიცირება და მიზნობრივი მოძიება სხვადასხვა სექტორშიკომუნიკაცია გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან — მფლობელები, დირექტორები, ფინანსური მენეჯერებიკლიენტის საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება — Syrve POS, ფინანსური სერვისები ან ორივეკომერციული შეთავაზების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება ხელშეკრულების გაფორმებამდეარსებული კლიენტების ბაზაზე cross-sell შესაძლებლობების გამოვლენაგაყიდვების პროცესის დოკუმენტირება და რეგულარული რეპორტინგი მენეჯმენტთანახალი კლიენტის onboarding-ის მხარდაჭერა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
B2B გაყიდვების გამოცდილება (სასურველია მომსახურების, IT ან ფინანსურ სფეროში)მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის ძლიერი უნარებიშედეგზე ორიენტაცია და დამოუკიდებლად მუშაობის უნარიდროის ეფექტიანი მართვა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრაქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური და რუსული — სასაუბრო დონეზე
ლოკაცია: თბილისი — ოფისი და შეხვედრები კლიენტებთან
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი
ანაზღაურება: ფიქსირებული (1500-2000 ლარი) + ბონუსი ყოველი გაფორმებული კლიენტიდან, ორივე პროდუქტზე
თუ ხარ B2B გაყიდვების პროფესიონალი, რომელსაც აინტერესებს რეალური ღირებულების მქონე პროდუქტების გაყიდვა და შედეგზე დაფუძნებული შემოსავალი — „რესტოგრუპში“ დაგხვდება სივრცე, ნდობა და რეალური ზრდის შესაძლებლობა.
CV-სთან ერთად მოგვწერე 3 წინადადება იმაზე, რატომ ხარ კარგი გამყიდველი. ჩათვალე, რომ ეს შენი პირველი გაყიდვაა ჩვენთან — და პროდუქტი შენ ხარ.
შერჩევა მარტივია: CV-ის განხილვა → გასაუბრება → შეთავაზება. შერჩეულ კანდიდატებს თავად დავუკავშირდებით. გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ შერჩევის მიზნებისთვის.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/X8rDARae