საწარმოს მენეჯერი
კომპანია · თბილისი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწარმოს მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:საწარმოს ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;ცხოველური ცხიმების შეგროვების, მიღების, დახარისხებისა და გადამუშავების პროცესების მართვა;საწარმოო პროცესების ეფექტიანობისა და ხარისხის კონტროლი;თანამშრომლების სამუშაო პროცესის ორგანიზება, დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი;ნედლეულისა და მზა პროდუქციის მოძრაობის კონტროლი;საწარმოო მარაგების, საჭირო მასალებისა და რესურსების დაგეგმვა;ტექნიკური და საწარმოო პროცესების გამართულობის კონტროლი;ექსპორტისთვის პროდუქციის მომზადების პროცესის ორგანიზება;შეფუთვის, დასაწყობებისა და დატვირთვის პროცესების კონტროლი;ლოგისტიკურ და სატრანსპორტო პროცესებში კოორდინაცია;საჭირო დოკუმენტაციისა და ანგარიშგების წარმოების კონტროლი;პრობლემური საკითხების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;ხელმძღვანელობასთან რეგულარული ანგარიშგება საწარმოს მუშაობის, შედეგებისა და საჭიროებების შესახებ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;საწარმოს/წარმოების მართვის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;თანამშრომლების მართვისა და სამუშაო პროცესების ორგანიზების უნარი;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;გადაწყვეტილების დროული მიღებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;საოპერაციო პროცესების კონტროლისა და დაგეგმვის კარგი უნარები;კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;B კატეგორიის მართვის მოწმობა ჩაითვლება უპირატესობად;შესაბამის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:ლიდერული უნარები;პასუხისმგებლიანობა და დისციპლინირებულობა;ყურადღება დეტალების მიმართ;კომუნიკაციის კარგი უნარი;გუნდთან მუშაობის უნარი;ინიციატივიანობა;სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:სტაბილურ სამუშაო გარემოს;პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;პასუხისმგებლობიან და მნიშვნელოვან პოზიციას კომპანიის საქმიანობაში;გრძელვადიან თანამშრომლობას.
დაინტერესებულ აპლიკანტებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება მოთხოვნებს, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ რეზიუმე (ქართულ ენაზე), ელ. ფოსტაზე: hr@biodiesel.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.