შოურუმის კონსულტანტი
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია ელ+ · თბილისი
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია „ელ+“ აცხადებს ვაკანსიას შოურუმის კონსულტანტის პოზიციაზე.
კომპანია 2005 წლიდან ოპერირებს სახანძრო უსაფრთხოებისა და საინჟინრო სისტემების მიმართულებით, აქვს საკუთარი თანამედროვე საწარმო და 1000-ზე მეტი განხორციელებული პროექტი.
ჩვენს შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე:https://elplus.ge/სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 126.გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00 სთ ანაზღაურება:1200 ლარი
ძირითადი მოვალეობებიკომპანიის პროდუქციისა და მისი ტექნიკური მახასიათებლების საფუძვლიანად შესწავლა;მომხმარებლების კონსულტაცია პროდუქციის მახასიათებლების, გამოყენებისა და უპირატესობების შესახებ;მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;პროდუქციის გაყიდვის პროცესის ორგანიზება და შესაბამისი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;შეკვეთების მიღება და გაყიდვებთან დაკავშირებული პროცესების მართვა;ელექტრონული ზედნადებების გამოწერა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;მომხმარებლებთან გრძელვადიანი და პროფესიული ურთიერთობის ჩამოყალიბება;საჭიროების შემთხვევაში, გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული სხვა ადმინისტრაციული და საორგანიზაციო საკითხების მართვა.
ძირითადი მოთხოვნებისაოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა მომხმარებელთან კომუნიკაციის დონეზე;სასურველია გაყიდვების ან მომხმარებელთა მომსახურების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;სასურველია ტექნიკური პროდუქციის გაყიდვებთან დაკავშირებული გამოცდილება.
უნარები და კომპეტენციებიეფექტური კომუნიკაციისა და მომხმარებელთან ურთიერთობის უნარი;მომხმარებლის საჭიროებების სწორად იდენტიფიცირების უნარი;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;დეტალებზე ორიენტირებულობა;ორგანიზებულობა და სამუშაო პროცესების ეფექტურად მართვის უნარი;გუნდური მუშაობის უნარი;შედეგზე და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებულობა;ახალი პროდუქციისა და ტექნიკური ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი.
თუ მზად ხარ გახდე ჩვენი გუნდის წევრი გადადი ბმულზე, გაიგე მეტი და შეავსე განაცხადი: https://elplus.selfrecruit.ge/s/H6PeCგისურვებთ წარმატებას!