ბარისტა
აიანომა · თბილისი
"აიანომა" იაპონური კონცეფციის ყავის სახლია რუსთაველის
გამზირზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სივრცე საქართველოში
და ავთენტური იაპონური hand-drip ყავის გაცნობით გავამდიდროთ აქ მცხოვრები ადამიანების
ყოველდღიურობა და ჩვენი მცირე წვლილი შევიტანოთ საქართველოში ხელოვნების, კულტურისა
და საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაში.
ვეძებთ ადამიანებს, რომლებსაც სურთ ამ პროექტის ნაწილი
გახდნენ გრძელვადიანად - ვისთვისაც ეს არა დროებითი სამსახური, არამედ საერთო საქმეა,
რომელთან ერთადაც გაიზრდებიან.
ვაკანსიის დასახელება - ბარისტალოკაცია: თბილისი, რუსთაველის გამზირისამუშაო დღეები: დღეგამოშვებით
ძირითადი მოვალეობები:სტუმრების თბილად დახვედრა და მაღალი ხარისხის მომსახურება; მენიუს დეტალური ცოდნა, სტუმრებისთვის რეკომენდაციების
გაწევა და პროდუქტის წარდგენა;ყავის კულტურის გაზიარება და „აიანომას“ კონცეფციის
გაცნობა;შეკვეთების მიღება და სტუმრებისთვის მიწოდება;ყავის, სხვა სასმელების და მარტივი ხემსის/საკვები პროდუქტების
მომზადება ბრენდის სტანდარტების მიხედვით;მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა და სტუმრებთან
თბილი, პროფესიონალური კომუნიკაცია;სამუშაო სივრცისა და კაფეს გარემოს ესთეტიურ წესრიგსა
და სისუფთავეზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ყავის
სიყვარული:
კანდიდატი რეგულარულად უნდა მოიხმარდეს ყავას და გულწრფელად იზიარებდეს ყავის
კულტურისადმი ინტერესს;გრძელვადიანი
თანამშრომლობა:
ვეძებთ გუნდის წევრებს, რომლებსაც სურთ პროექტის ნაწილი გახდნენ ხანგრძლივი ვადით
და შეიტანონ წვლილი ბრენდის განვითარებაში;სწავლისა
და განვითარების ძლიერი მოტივაცია: გასწავლით hand-drip ტექნიკას, ყავის კულტურასა
და მომსახურების მაღალ სტანდარტს;უნარები: კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა, პუნქტუალურობა,
მოწესრიგებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;ენები: ქართული (სრულყოფილად) და ინგლისური (სულ მცირე
B1) ენების ცოდნა;გამოცდილება: აღნიშნულ სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
რას გთავაზობთ:მეგობრულ და მრავალფეროვან სამუშაო გარემოს;სტანდარტიზებულ და კონკურენტულ ანაზღაურებას;ყავის მომზადების იაპონური ტრადიციული მეთოდებისა და
ეტიკეტის სწავლებას;აიანომას გუნდთან ერთად პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;გრძელვადიან თანამშრომლობას და პროექტის განვითარებაში
აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი
რეზიუმე შემდეგ მისამართზე - info@ayanoma.ge, ხოლო Subject ველში მიუთითეთ ვაკანსიის
დასახელება.