ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი / ეტაპი III
თიბისი · ბათუმი
სს "თიბისი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე : ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი (ეტაპი III) – ბათუმის ფილიალი
დასაქმების ტიპი - შრომითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
შექმენი კომპანიის ძლიერი მომავალი ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად
თიბისის ბიზნესების მხარაჭერის ხანგრძლივი ისტორია აქვს. ბიზნეს ეკოსისტემის გაუმჯობესება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება. წლების განმავლობაში თიბისის მხარდაჭერით განვითარდა და გაიზარდა არაერთი ბიზნესი, რომლებიც დღესდღეობით მოწინავე როლს თამაშობენ ადგილობრივ ბაზარზე.
ბიზნესებისთვის, როგორც თიბისის მომხმარებლებისთვის მათზე მორგებული ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზება თიბისისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. ეს პროცესი თავის მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას და მუდმივად ძიების პროცესში ყოფნას მოითხოვ
სამუშაოს აღწერა
შენ, როგორც ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი:
აღმოაჩენ და მოიზიდავ ახალ მომხმარებლებსგაანალიზებ შემოსულ განაცხადებს და შეაფასებ რისკებსშეაფასებ მომხმარებლის ფინანსურ მდგომარებასდაამუშავებ 300 000 - 1 000 000 ლარამდე სესხებსმოამზადებ საკრედიტო ფაილებს და წარადგენ საკრედიტო კომიტეტზემონიტორინგს გაუკეთებ საკრედიტო პორტფელს
კვალიფიკაცია
სავალდებულოა მინი ან მიკრო სესხებთან მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილებაMicrosoft Office-ის ცოდნასასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნააუცილებელია ექსპერტის ან გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილებაAI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა
ველოდებით გამოხმაურებას თუ:
ფიქრობ, რომ გაქვს გაყიდვების უნარი და სხარტი აზროვნებახარ კომუნიკაბელური და ინიციატივიანიგაქვს ფინანსური ანალიზის უნარი და ხარ პასუხისმგებლიანიმუდმივად ეძებ ახალ გამოწვევებსგაქვს ლოგიკური აზროვნებადამარწმუნებელი კომუნიკაციაგუნდურად მუშაობის უნარისტრესული სიტუაციების გამკლავების უნარისაქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. გვყავს საუკეთესო გუნდი, რომელსაც არ ეშინია შეცდომების და ინოვაციურად აზროვნებს. თიბისი ადამიანების ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება მათ ციფრულად.
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/BnGq_დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.