მაღაზიის ადმინისტრატორი
SPAR Georgia · თბილისი
"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრია, რომელიც 1932 წელს დაარსდა და დღეს მოქმედებს 48 ქვეყანაში, 13 900 + ფილიალით.,, Spar Georgia” უკვე 10 წელზე მეტია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ამჟამად 250-ზე მეტი ფილიალით და განაგრძობს სწრაფ ზრდას და განვითრებას საქართველოს მასშტაბით.კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 2500-ზე მეტი თანამშრომელი და აქტიურად ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტრებულ კანდიდატებს, რომლებიც იზიარებენ ჩვენი გუნდის ღირებულებებს: მომხმარებელზე ორიენტირებულობა, ხარისხი და პროფესიონალიზმი, ეკომეგობრული მიდგომა, გუნდური თანამშრომლობა და ერთგულება, ინოვაციურობა და განვითარება, ურთიერთპატივისცემა და მხარდაჭერა;ჩვენ გვჯერა, რომ ჯანსაღი და ძლიერი კორპორატიული კულტურა იქმნება იმ ღირებულებებზე დაყრდნობით, რომლებსაც ერთად ვიზიარებთ.
,, Spar Georgia“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის ადმინისტრატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ჩვენ გთავაზობთ:მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს;შენზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს;ყოველთვიურ ბონუსს; ანაზღაურებას სტაჟირების პერიოდში;კვებაზე 50%იან ფასდაკლებას;მგზავრობის თანხის უზრუნველყოფას;ლოიალურობის ბონუსს ( ნამუშევარი პერიოდის მიხედვით); ფუნქცია-მოვალეობები:პროდუქციის შესყიდვა და უკან დაბრუნება;მომწოდებელთან შეკვეთების ფორმის დროული მომზადება და მათთვის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა; მაღაზიაში პროდუქციის ნაშთისა და ვადების კონტროლი;სალაროს წარმოების კონტროლი;მაღაზიის ტექნიკური გამართულობის კონტროლი;სავაჭრო დარბაზში საოპერაციო პროცესების კონტროლი;პერსონალის მიერ მომსახურების სტანდარტის დაცვის კონტროლი;სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღწერაში მონაწილეობის მიღება;საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებთან ურთიერთობა;
ძირითადი მოთხოვნები:სასურველია 1 C პროგრამის ცოდნა (ან შევასწავლით ადგილზე);სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;სასურველია გუნდის მართვის გამოცდილება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:სწრაფად ადაპტაციის უნარი;ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;ორგანიზებული;ეფექტიანი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;კოლეგიალური და თანამშრომლობაზე ორიენტირებული;თავაზიანი;
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს:https://spar.selfrecruit.ge/s/CvnR
მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!