ვალდებულებების მართვის უმცროსი ოპერატორი
საქართველოს ბანკი · თბილისი
საქართველოს ბანკის მისიაა, ვიყოთ წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ჩვენ გვჯერა, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა — და ამიტომაც ვქმნით გარემოს, სადაც თითოეულ თანამშრომელს შეუძლია პიროვნულად და პროფესიონალურად განვითარდეს.
სს„საქართველოს ბანკის“ ვადაგადაცილებული საკრედიტო პორტფელის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ვალდებულებების მართვის უმცროსი ოპერატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.
სამუშაო განრიგი: სრული, ორშაბათი- პარასკევი 10:00 – 19:00.
ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე თანამშრომელს, რომელიც მზად არის ჩვენთან ერთად წარმართოს პოზიციის ძირითადი ფუნქციები:
ვადაგადაცილებული საკრედიტო ვალდებულების მართვა;მომხმარებელთა კონსულტაცია და მოლაპარაკების წარმოება გადახდის მეთოდებსა და ვარიანტებზე;ვალდებულების დაფარვის უზრუნველყოფა შესაბამისი გადახდის გეგმებზე მოლაპარაკების გზით;პრობლემის დროული იდენტიფიკაცია და მისი გადაჭრის გზების დასახვა;გუნდის ეფექტურობის გაუმჯობესების გზებზე ზრუნვა და გაზიარება.
ჩვენ გთავაზობთ:
სრულ სამუშაო განაკვეთს და ფიქსირებულ ხელფასს+ ყოველთვიურ ბონუსს(გამომუშავებით);2-კვირიან თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგს, რომელიც დაგეხმარება პიროვნული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის განვითარებაში;მხარდამჭერ, განვითარებასა და სწავლაზე ორიენტირებულ მეგობრულ გუნდს;გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია:
განათლება: უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი(სასურველია ეკონომიკის ან სამართლის მიმართულებით).სამუშაო გამოცდილება: სასურველია საკრედიტო აქტივების მართვის, მომსახურების და/ან სატელეფონო ცენტრში მუშაობის გამოცდილება.
ცოდნა და უნარები:
კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;ეფექტური კომუნიკაციური უნარები: აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა;შესრულების სისწრაფე, ყურადღება დეტალების მიმართ, ლოგიკური აზროვნება, ორგანიზებულობა;ინგლისურისა და სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
შემოგვიერთდი საქართველოს ბანკის გუნდს, აღმოაჩინე შენი პოტენციალის მაქსიმუმი, რომ არ გაჩერდე! - https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/valdebulebebis-martvis-umcrosi-operatori-tbilisi-qoQdNI?source=Hr.ge
დაინტერესების დაფიქსირების ბოლო ვადაა 1 სექტემბერი, 2026.