გაყიდვებისა და წევრების გამოცდილების სპეციალისტი
ობსიდია · თბილისი
OBSIDIA აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვებისა და წევრების გამოცდილების სპეციალისტი
ვეძებთ გაყიდვებზე ორიენტირებულ, კომუნიკაბელურ და ორგანიზებულ ადამიანს, რომელიც OBSIDIA-ს წევრის გამოცდილებას პირველივე კონტაქტიდან მართავს და თითოეულ კომუნიკაციას გაყიდვის შესაძლებლობად აღიქვამს.
ეს არ არის მხოლოდ მიმღების პოზიცია — თანამშრომელი პასუხისმგებელი იქნება OBSIDIA-ში არსებული პროდუქტებისა და სერვისების სრულ გაყიდვით პროცესზე, წევრების მომსახურებასა და ყოველდღიურ ადმინისტრაციულ საქმიანობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
დაინტერესებული პირების კონსულტაცია და წევრობის პაკეტების გაყიდვა;არსებული წევრების აბონემენტების განახლება და დამატებითი შეთავაზებების წარდგენა;ახალი წევრების რეგისტრაციის სრული პროცესის მართვა;პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებთან სატელეფონო და წერილობითი კომუნიკაცია;სოციალურ ქსელებში შემოსულ შეტყობინებებსა და მოთხოვნებზე სწრაფი, პროფესიონალური და გაყიდვაზე ორიენტირებული პასუხების გაცემა;კლუბის ტურის ჩატარება და OBSIDIA-ს სერვისების სწორად წარდგენა;OBSIDIA Bar-ის პროდუქტების გაყიდვა და მომხმარებლისთვის შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;დამატებითი სერვისების — გაყიდვა;მიმდინარე შეთავაზებებისა და სპეციალური პირობების აქტიური კომუნიკაცია;გადახდების მიღება და შესაბამის პროგრამებში სწორად ასახვა;მომხმარებელთა მონაცემებისა და გაყიდვების პროცესის CRM სისტემაში მართვა;ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების შესრულება;წევრების მოთხოვნებზე, კითხვებსა და პრობლემებზე დროული რეაგირება;გაყიდვების ინდივიდუალური მიზნების შესრულება და შედეგების რეგულარული ანგარიშგება;OBSIDIA-ს მომსახურების, ვიზუალური და კომუნიკაციის სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
გაყიდვების ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;გამართული , სასიამოვნო და თავდაჯერებული კომუნიკაციის უნარი;გაყიდვის, საჭიროების აღმოჩენისა და შეთავაზების სწორად წარდგენის უნარი;პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა და მაღალი თვითორგანიზება;რამდენიმე პროცესის ერთდროულად ეფექტურად მართვის უნარი;დეტალებზე ორიენტირებულობა და ადმინისტრაციულ პროგრამებთან მუშაობის უნარი;ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა ;მოწესრიგებული, პროფესიონალური იერსახე და მაღალი მომსახურების კულტურა.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანი, რომელიც:
არ ელოდება მხოლოდ მომხმარებლის შეკითხვას — თავად ხედავს გაყიდვის შესაძლებლობას;შეუძლია პროდუქტის ან სერვისის ღირებულების სწორად წარმოჩენა და არა მხოლოდ ფასის დასახელება;თითოეულ წევრს ინდივიდუალურად და ყურადღებით ემსახურება;ინარჩუნებს OBSIDIA-ს სტანდარტს კომუნიკაციის ყველა ეტაპზე;ორიენტირებულია როგორც მომსახურების ხარისხზე, ისე კონკრეტულ გაყიდვით შედეგებზე.
რას გთავაზობთ:
პროფესიონალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;მრავალფეროვანი პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვის გამოცდილებას;ტრენინგებს OBSIDIA-ს მომსახურების, გაყიდვებისა და პროდუქტების მიმართულებით;კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;ფიქსირებულ ანაზღაურებას და შედეგებზე დაფუძნებულ ბონუსს.
თუ ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ მომხმარებლისთვის მაღალი დონის გამოცდილების შექმნა და ამავდროულად ძლიერი გაყიდვითი შედეგების მოტანა, გამოგვიგზავნეთ CV და მოკლე ინფორმაცია თქვენს შესახებ: info@obsidia.life