ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების მართვის სამსახურის მუნიციპალური ორგანიზაციების მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია · ბათუმი · სრული განაკვეთი
1. ახორციელებს მუნიციპალურ ორგანიზაციებთან მიმდინარე სამუშაო კომუნიკაციას და უზრუნველყოფს განყოფილების საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიღებასა და დამუშავებას.
2. განიხილავს მუნიციპალური ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ პერიოდულ ანგარიშებსა და სხვა შესაბამის დოკუმენტაციას, ამოწმებს ინფორმაციის სრულყოფილებას და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს შესაბამის შენიშვნებსა და წინადადებებს.
3. ახორციელებს მუნიციპალური ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებული მიმდინარე პრობლემური საკითხების მონიტორინგს, მოიძიებს ფაქტობრივ ინფორმაციას და ამზადებს შემდგომი რეაგირების შესახებ წინადადებებს.
4. მონაწილეობს მუნიციპალური ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი პროექტებისა და ღონისძიებების დაგეგმვაში, აგროვებს და ამუშავებს შესაბამის ინფორმაციას და ამზადებს სამუშაო მასალებსა და პრაქტიკულ წინადადებებს.
5. ახორციელებს მუნიციპალური ორგანიზაციების მიერ უზრუნველყოფილი სერვისების ხელმისაწვდომობის, უწყვეტობისა და ხარისხის მიმდინარე მონიტორინგს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს შესაბამის წინადადებებს.
6. ახორციელებს მუნიციპალური ორგანიზაციებისათვის გაცემული რეკომენდაციების, დავალებებისა და მითითებების შესრულების მდგომარეობის მონიტორინგს და ამზადებს შესაბამის პერიოდულ ან თემატურ ანგარიშებს.
7. კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მუნიციპალური ორგანიზაციების შესყიდვებთან დაკავშირებული პროცედურების მონიტორინგს და ამზადებს საკითხის განხილვისათვის საჭირო ინფორმაციასა და დოკუმენტაციას.
8. ამზადებს დამფუძნებლის/პარტნიორის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული მიმდინარე კორესპონდენციის, საპასუხო წერილების, მოხსენებითი ბარათებისა და სხვა სამუშაო დოკუმენტების პროექტებს და აკონტროლებს მათი შესრულების ვადებს.
9. კომპეტენციის ფარგლებში და განყოფილების უფროსთან კოორდინაციით ამზადებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს.
10. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სამსახურის უფროსისა და განყოფილების უფროსის ცალკეულ დავალებებს.
1. საქართველოს კონსტიტუცია;
2. საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ - მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების, მუნიციპალური ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის ძირითადი საკითხების ნაწილში;
3. საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი - ადმინისტრაციული წარმოებისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადების ნაწილში;
5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი - იურიდიული პირების სამართლებრივი სტატუსის, წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების, ქონებრივი უფლებების, ვალდებულებითი ურთიერთობებისა და ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების ნაწილში;
6. საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ - მუნიციპალიტეტის მონაწილეობით მოქმედი საწარმოების სამართლებრივი სტატუსისა და პარტნიორის უფლებამოსილებების ზოგადი საკითხების ნაწილში;
7. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი - მუნიციპალური ორგანიზაციების საბიუჯეტო დაფინანსებისა და ანგარიშგების ზოგადი საკითხების ნაწილში;
8. სახელმწიფო და საჯარო შესყიდვების სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა - მუნიციპალური ორგანიზაციების შესყიდვებთან დაკავშირებული პროცედურების მონიტორინგისთვის საჭირო ზოგადი სამართლებრივი ჩარჩოს ნაწილში;
9. მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები - მიმდინარე მონიტორინგისა და დოკუმენტური უზრუნველყოფისთვის საჭირო ნაწილში;
10. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება;
11. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების მართვის სამსახურის დებულება;
12. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ან/და მუნიციპალიტეტის მონაწილეობით მოქმედი ორგანიზაციების წესდებები/დებულებები.
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია — ყველა ვაკანსია →
მსგავსი ვაკანსიები
- Maternity Cover: Senior Research, Monitoring & Evaluation Officer, Freedom of Ex — Informed
- ფილიალის მმართველი - ხონი — ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი
- ინკასაციების მხარდაჭერის მენეჯერი — თიბისი
- რეგისტრატორი — აჭარა ჯგუფი
- ოფისის მენეჯერი — Foris Development
- ტექნიკური დეპარტამენტის დამხმარე თანამშრომელი — აჭარა ჯგუფი