← ყველა ვაკანსია

სუშის მზარეულის დამხმარე

სუში რუმ · Tbilisi

"სუში რუმი" აცხადებს ვაკანსიას სუშის მზარეულის დამხმარის პოზიციაზე.გაიხსნა "სუში რუმ"-ის პრემიუმ ტიპის ახალი არტიზანული რესტორანი ვაკეში. თუ გაინტერესებს იაპონური სამზარეულო, გაქვს გამოცდილება, ინტერესი და მოტივაცია, რომ გახდე იაპონური სამზარეულოს მაღალი დონის მზარეული, ეს ვაკანსია შენთვის არის.ანაზღაურება: საათში 10 ლარამდე (გამოცდილების და უნარების შესაბამისად)სამუშაო განაკვეთი: სრული/ნახევარირას გთავაზობთ: მაღალ ანაზღაურებას თქვენი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით;უნიკალურ შესაძლებლობას იმუშაოთ და ისწავლოთ იაპონური სამზარეულო სუშის ოსტატი მზარეულისგან;პრემიუმ სამზარეულოს, მაღალი ხარისხის პროდუქციით, ინვენტარით და ხელსაწყოებით;მეგობრულ სამუშაო გარემოს; სადაზღვევო პაკეტის არჩევანს.მოთხოვნები:ინტერესი იაპონური სამზარეულოს მიმართ (გამოცდილება პლუსია);სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;ძლიერი სამუშაო ეთიკა, დეტალებისადმი ყურადღება და საიმედოობა;პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.პასუხისმგებლობა/მოვალეობები:მოსამზადებელი სამუშაოები მზარეულის მითითებით (ბოსტნეულის დაჭრა, სოუსის მომზადება, სხვადასხვა ინგრედიენტის შეწვა/შესაბამის ტემპერატურაზე დამუშავება და ა. შ.);სამზარეულოს ინვენტარის და ზედაპირების რეცხვა დასუფთავება;სამზარეულოში მიხმარება საჭიროების შესაბამისად.დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV და მოკლე სამოტივაციო წერილი ელ-ფოსტაზე: info@sushiroom.ge, სათაურის ველში "სუშის მზარეულის ასისტენტი". განცხადებას უნდა ერთოდეს ფოტოსურათი.შემოგვიერთდი და გახდი ჩვენი გუნდის წევრი. სუში რუმი მოწოდებულია თქვენი ზრდისა და წარმატებისკენ.

განაცხადის გაგზავნა →