მეთვალყურე
საქართველოს ეროვნული მუზეუმი
სსიპ - "საქართველოს ეროვნული მუზეუმის" "გ. ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმი" აცხადებს ვაკანსიას მეთვალყურის პოზიციაზე.
ადგილების რაოდენობა - 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია რომელიმე უცხო ენის ცოდნა;
** სასურველია მუზეუმის სპეციფიკის შესაბამისი ან/და სახელმწიფო უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კეთილსინდისიერება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
ფუნქცია-მოვალეობები:
** ექსპონატ-ნაგებობისა და მასში განთავსებული ექსპონატების მოვლა-პატრონობა;
** მუზეუმის ვიზიტორების მეთვალყურეობა და მუზეუმში დადგენილი წესების დაცვის კონტროლი;
** დამთვალიერებლებისთვის ზოგადი ინფორმაციის მიწოდება მუზეუმის ისტორიისა და ექსპონატების შესახებ.
სამუშაო გრაფიკი: დააქმებული მუშაობს კვირაში 5 დღე (დასვენების დღე - ორშაბათი და კვირის რომელიმე დღე არჩევით).
სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ.
ანაზღაურება: 1100 (ათას ასი) ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კუს ტბის ასახვევი N1
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე CV შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hrgnmuseum@gmail.com