გაყიდვების მენეჯერი
Autosell Georgia
"AutoSell.ge" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
ვეძებთ აქტიურ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც იმუშავებს "AutoSell.ge"-ზე განთავსებული ავტომობილებით დაინტერესებულ მომხმარებლებთან და წარმართავს გაყიდვის პროცესს პირველადი კომუნიკაციიდან ავტომობილის რეალიზაციამდე.
ძირითადი მოვალეობები:
** შემოსულ ლიდებთან სატელეფონო კომუნიკაცია;
** მომხმარებლის საჭიროებებისა და მოთხოვნების განსაზღვრა;
** AutoSell.ge-ზე განთავსებული ავტომობილების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლისთვის შესაბამისი ავტომობილის შეთავაზება;
** ავტომობილის ნახვის ორგანიზება და დაინტერესებულ მომხმარებელთან შემდგომი კომუნიკაცია;
** გაყიდვის პროცესის მართვა და მომხმარებლის ავტომობილის შეძენამდე მიყვანა;
** გაყიდვების გეგმის შესრულება.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 12:00-19:00;
** ფიქსირებული ანაზღაურება: 1200-1500 ₾;
** პროცენტი გაყიდვიდან მიღებული საკომისიოდან;
** გაყიდვების გეგმის შესრულების დამატებითი ბონუსი;
** მუშაობა შემოსულ, ავტომობილით უკვე დაინტერესებულ ლიდებთან.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
** ძლიერი კომუნიკაციისა და გაყიდვების უნარი;
** მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა და ინიციატივა;
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** ავტომობილების სფეროს ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
** გაყიდვების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
თუ ავტომობილები და გაყიდვები შენი სფეროა და შეგიძლია დაინტერესებული მომხმარებელი რეალურ მყიდველად აქციო, გამოგვიგზავნე CV (დაურთეთ თქვენი სურათი)
ელ-ფოსტა: hr@autosell.ge