გაყიდვების აგენტი
Autosell Georgia
"AutoSell.ge" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე
ვეძებთ კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც იმუშავებს შემოსულ, ჩვენი მომსახურებით დაინტერესებულ ლიდებთან, გააცნობს მათ AutoSell-ის სერვისებსა და პაკეტებს და დაეხმარება მათთვის შესაბამისი შეთავაზების შერჩევაში.
ძირითადი მოვალეობები:
** შემოსულ ლიდებთან სატელეფონო კომუნიკაცია;
** მომხმარებლის საჭიროების განსაზღვრა;
** AutoSell-ის სერვისებისა და პაკეტების პროფესიონალურად წარდგენა;
** დაინტერესებული მომხმარებლის გაყიდვამდე მიყვანა;
** გაყიდვების გეგმის შესრულება.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 11:00-20:00;
** ფიქსირებული ანაზღაურება: 600-800 ₾;
** გაყიდვების გეგმის შესრულების ბონუსი;
** მუშაობა უკვე შემოსულ ლიდებთან — ცივი ზარები არ არის.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
** გამართული და დამაჯერებელი კომუნიკაცია;
** გაყიდვების უნარი და შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** გაყიდვების ან მომხმარებელთან კომუნიკაციის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
თუ ფიქრობ, რომ გაყიდვები შენი ძლიერი მხარეა და შეგიძლია დაინტერესებული მომხმარებელი რეალურ კლიენტად აქციო, გამოგვიგზავნე CV. (დაურთეთ თქვენი სურათი)
ელ-ფოსტა: hr@autosell.ge